სიუდად რეალ მადრიდი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|სიუდად რეალ მადრიდი}} |
სიუდად რეალ მადრიდი ან რეალ მადრიდ სიტი (ინგლ. Ciudad Real Madrid, ესპ. Real Madrid City) — ერთ–ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სპორტული კომპლექსია. "რეალ მადრიდ სითი" XXI საუკუნის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სავარჯიშო ადგილია, სადაც მადრიდისტებს ყველაფერი აქვთ იმისთვის რათა მაქსმიმალურად იქნას მოხსნილი დისკომფორტი და თავისუფლად შეძლოს ნებისმიერმა ადამიანმა სხვადასხვა სახის ვარჯიში. მადრიდის "რეალის" სავარჯიშო "ვალდებებასის" ბაზა 1.200.000 მეტრია(კვ.). აქ განლაგებულია უმარავი საფეხურთო მოედანი, სილის, ქვის, მინდვრის, ხელოვნური საფარით. ასევე რამდენიმე სპორტული სავარჯიშო დარბაზი.
"რეალ მადრიდ სითის" მშენებლობა იწყება ფლორენტინო პერესის განხორციელებული გეგმის მიხედვით, სწორედ ის, ალფრედო დისტეფანო, ქალაქის მერი, პატარა მადრიდისტები და ლეგენდარული რაული უყრის ამ მშენებლობას საფუძველს.
პატარა "რეალ მადრიდის" გულშემატკივარი და ფეხბურთელი ალფრედო დი სტეფანოსთან ერთად საფუძველს ლეგენდარულ მაისურს თან აყოლებს.
4 წლის წინ მადრიდის "რეალის" საპატიო პრეზიდენტმა ალფრედო დი სტეფანომ, მადრიდის მერმა ალბერტო ლუიზ გალარდონმა, კუტლურისა და საზოგადოების პრეზიდენტმა ესპერანზა აგუირემ და "სამეფო კლუბის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა "რეალ მადრიდ სითის" მშენებლობის დასრულება დაადასტურეს და მისი ორგანიზება მოახდინეს.
"რეალ მადრიდ სითის" მეორე მეოთხედი, სადაც განლაგებულია, საცურაო აუზები, აბანოები, – რომელიც ზაფხულში მზის ენერგიისგან იკვებება, ხოლო ზამთარში ელექტრული ველის მეშვეობით. 60% ცხელი წყალი და უდიდესი კომფორტი.
ადგილი სადაც მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოებები. სისტემის კონტროლი, მართვისა და ყველა დისტანციური უსაფრთხოების მართვა.
"რეალ მადრიდ სითის" სრული სტრუქტურული გეგმა, ზემოთ მოცემულ ფოტოში ნათლად ჩანს უამრავი სათამაშო მოედნები, მაგრამ ასევე მინდა გამცნოთ რომ საფეხბურთ მოედანი დახურულ შენობაშიც არის.
"რეალ მადრიდ სითიში" არსებული დასასვენებელი ადგილი სადაც ფეხბურთელები ძირითადად ვარჯიშის შემდეგ ცდილობენ სწრაფად დაიბრუნონ გახარჯული ენერგია, ამაში კი მათ ეს შესანიშნავი გარემო უწყობს ხელს – სპორტ–კაფე.
"რეალ მადრიდ სითის" საპრესკონფერენციო ოთახი, სადაც კლუბის წარმომადგენლები ვარჯიშის შემდგომ პრეს–კონფერენციას მართავენ. ჟურნალისტებისთვის ერთ–ერთი კარგი ადგილი, სადაც მათ ვრცელი ინფორმაციის შეგროვება შეუძლიათ.
ოთახი საიდანაც კლუბის მაღალი რანგის წარმომადგენლები, პრეზიდენტი, ვიცე–პრეზიდენტი, საპატიო პრეზიდენტი, გენერალური დირექტორი, სპორტული დირექტორი და ა.შ. ადევნებენ თვალს ფეხბურთელების ვარჯიშს.
სიტყვები, რომელიც მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა "რეალ მადრიდ სითის" ორგანიზების დროს წარმოთქვა, მისთვის და მთელი მსოფლიოსთვის დაუვიწყარი იყო, რადგან ეს სიტყვები საუკუნოვანი, უკვდავი "სამეფო კლუბის" აყვავებას უწყობს ხელს. "მსოფლიოში საუკეთესო სპორტული კომპლექსი, მსოფლიოსში საუკეთესო კლუბს".
ფლორენტინო პერესის დიდი ოცნება ახდა, მისი მოსვლის შემდეგ საოცარი გეგმის შემუშავება ქალაქის მერის და არა მარტო ქალაქის მერის მთელი მადრიდის მოწონებას იმსახურებს და აი "რეალ მადრიდ სითის" მშენებლობაც დასრულდა.
დონ ალფრედო დი სტეფანოს ქანდაკება "რეალ მადრიდ სითის" ბაზაზე. შესანიშნავი, წარმატებული, ლეგენდარული ადამიანი რომელსაც "რეალი" არასდროს დაივიწყებს. ქანდაკება 2008 წლის 17 თებერვალს დაიდგა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Inside look at Real madrid training facility დაარქივებული 2018-02-23 საიტზე Wayback Machine.
- MADRIDISTA.GE დაარქივებული 2012-05-03 საიტზე Wayback Machine.