რაჩია დემირხანოვი

რაჩია არამის ძე დემირხანოვი (დ. 24 დეკემბერი, 1914, თბილისი, — გ. 29 ოქტომბერი, 1956, სოხუმი) — საქართველოში მოღვაწე ფიზიკოსი. ფიზიკამათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1968).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი (1938). მუშაობდა ბაქოს ნავთობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტსა (1938–1942) და თბილისია ამიერკავკასიის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში (1942–1946), 1946 წელს მივლინებულ იქნა სოხუმის „ობიექტზე“ (1956 წლიდან სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი). ურანის იზოტოპების განცალკევების ელექტრომაგნიტური მეთოდის დამუშავებისათვის მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია (1951, სხვებთან ერთად). იყო მნიშვნელოვანი შრომების ავტორი პლაზმისა და ამჩქარებლების ფიზიკაში. დაამუშავა პლაზმური გაწმენდისა და რექტიფიკაციის მეთოდები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა ზესუფთა აირების მიღების ეფექტურ ტექნოლოგიებს ბირთვული რეაქტორებისათვის. მართვადი თერმობირთვული რეაქციის პრობლემის კვლევის პროცესში პლაზმაში დამატებითი ენერგიის შესაყვანად პირველმა გამოიყენა მაღალსიხშირული ელექტრომაგნიტური ველი.

ლიტერატურა

რედაქტირება