რაშად აჰმედოვი (დ. 5 იანვარი, 1982) — აზერბაიჯანელი სპორტსმენი (ტაეკვანდო).[1]. ის ორგზის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია. მან წარმოადგინა აზერბაიჯანი 2004 და 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.[2] ამჟამად არის აზერბაიჯანის ტაეკვანოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.[3]

რაშად აჰმედოვი
250
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 5 იანვარი, 1981(1981-01-05) (43 წლის)
დაბ. ადგილი ევლახ
ქვეყანა აზერბაიჯანი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

რაშად აჰმადოვი დაიბადა 1977 წლის 5 მაისს აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ქალაქ ევლახში.

ევროპის ჩემპიონატზე პირველ წარმატებას რაშად აჰმადოვმა მიაღწია 2002 წელს სამსუნში, სადაც ვერცხლის მედალი მოიპოვა. ერთი წლის შემდეგ, 2003 წელს, რაშად აჰმადოვმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ზოგადად, რაშად აჰმედოვმა ორჯერ, 2003 წელს გარმიშში, 2009 წელს კი კოპენჰაგენში მოიგო ბრინჯაოს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე. 2002 წელს სამსუნში, ხოლო 2006 წელს, ბონში ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 2004 წელს ლილეჰამერში, ხოლო 2005 წელს რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებთან ერთად 2004 და 2008 წლებში რაშად აჰმადოვი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებშიც მონაწილეობდა.

აჰმადოვის ოფიციალური დებიუტი შედგა 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ათენში, სადაც იასპარეზა მამაკაცთა საშუალო წონაში (80 კგ). მან პირველ ორ რაუნდში დაამარცხა ტრინიდადი და ტობაგოს წარმომადგენელი ჩინედუმ ოსუჯი და ფრანგი კრისტოფ ნეგრელი, სანამ ნახევარფინალურ მატჩში წააგებდა თურქი ბაჰრი ტანრიკულუსთან უპირატესობის გადაწყვეტილებით. აჰმადოვი საბოლოოდ დაამარცხა ირანელ იუსეფ კარამიმ ბრინჯაოს მედლისთვის დაძაბულ მატჩში, საბოლოო ანგარიშით 8:9. მისი მოულოდნელი დამარცხების შემდეგ, აზერბაიჯანის ნაკრები სამწვრთენლო შტაბი შეიჭრა საბრძოლო ტატამზე და ოლიმპიური ჩინოვნიკების მიმართ აღშფოთების ნიშნად პროტესტი წამოიწყო. მსაჯის გადაწყვეტილება გაპორტესტებული იქნა.[4][5]

მოგვიანებით, რაშად აჰმადოვი იცავდა აზერბაიჯანის ღირსებას 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. ჯერ მან დაამარცხა აბდულგადირ სარხანი, შემდეგ კი სებასტიან მიშო. ნახევარფინალში ირანელ ჰადი საეისთან დამარცხდა ანგარიშიტ 1:4 და გადაერთო ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, მაგრამ ამ ამჯერად ის დამარცხდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელ სტივენ ლოპესთან, ანგარიშით 2:3.[6]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Evans, Hilary; Gjerde, Arild; Heijmans, Jeroen; Mallon, Bill. Rashad Ahmadov. Olympics at Sports-Reference.com. Sports Reference LLC. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი 2021
  2. „Steven Lopez Becomes 1st 5-time World Champion in Taekwondo“. World Taekwondo Federation. 15 October 2009. ციტირების თარიღი: 24 December 2012.
  3. Рашад Ахмедов: Ждем медалей на Олимпиаде и от Харчегани, и от Азизовой
  4. Taekwondo – Men's Welterweight (80kg/176lbs) Bronze Medal Final. Athens 2004. BBC Sport (12 August 2004). ციტირების თარიღი: 24 September 2013.
  5. „Row mars taekwondo final“. BBC Sport. 28 August 2004. ციტირების თარიღი: 24 December 2012.
  6. „WTF European Taekwondo Qualification Tournament Wraps Up in Success in Istanbul, Turkey“. World Taekwondo Federation. 31 January 2008. ციტირების თარიღი: 24 December 2012.