რაყამი
რაყამი (არაბ.-თურქ. რაკამ — გამოსახვა), სპარსეთის შაჰის (ყაენის), ოსმალეთის სულთნის (ხონთქრის) წერილი, ბრძანებულება, სიგელი.
ტერმინი „რაყამი“ ქართულში XVII-XVIII საუკუნეებში შემოვიდა. „რაყმის საქმითა“ საქართველოში მნიშვნელოვანი საკითხები წყდებოდა, რაც ქვეყნის ვასალური დამოკიდებულების შედეგი და გამოხატულება იყო. „რაყამი“ ანალოგიური ქართული საბუთის აღსანიშნავადაც იხმარებოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგნ. 3, ნაკვ. 2 - ქართული სიგელთა-მცოდნეობა ანუ დიპლომატიკა, ტფ. 1926;
- ფუტკარაძე ი., ქსე, ტ. 8, გვ. 311, თბ., 1984