რაფტოპულოს სასტუმრო
რაფტოპულოს სასტუმრო (რუს. Гостиница Рафтопуло) — კულტურული მემკვიდრეობის რეგიონული მნიშვნელობის ობიექტი როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში. მდებარეობს ოქტომბრის ქუჩა № 35-ში. 1992 წლიდან მიეკუთვნება ქალაქის ისტორიული ძეგლების სიას[1].
რაფტოპულოს სასტუმრო რუს. Гостиница Рафтопуло | |
---|---|
კოორდინატები | 47°13′17″N 38°54′53″E / 47.22131° ჩ. გ. 38.914756° ა. გ. |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
დასრულების თარიღი | 1870-იანები |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირება1870-იან წლებში ვაჭარი ათანასე ანდრეის ძე ბელოვმა ააშენა სამსართულიანი შენობა ტაგანროგში ოქტომბრის ქუჩა № 35-ში. იგი მდებარეობდა ქალაქის რკინიგზის სადგურის მოპირდაპირე მხარეს. 1874 წელს მოხდა ამ შენობის გადაკეთება. თავდაპირველად, სახლის შენებლობის დასაწყისში, მიიჩნევდნენ, რომ აღნიშნული შენობა ექსპლუატაციაში შევიდოდა, როგორც საშემოსავლო სახლი, ტაგანროგში კურსკი-ხარკოვ-აზოვის რკინიგზის გაყვანასთან დაკავშირებით. სახლი ითვლებოდა ვაჭარ ათანასე ანდრეის ძე ბელოვის კუთვნილებად 1873 წლიდან 1880 წლამდე. 1890 წლიდან 1906 წლამდე სახლი შედიოდა გლეხ ევდოკიმა ნეკრასოვას და ბულგარეთის ქვეშევრდომის ნიკულოვას კუთვნილებაში. 1915 წელს სახლი უკვე ეკუთვნოდა ევდოკიმ ივანეს ძე ნეკრასოვს და ურიადნიკ სტეფანე ნიკიფორეს ძე დრონოვს. მომდევნო მფლობელის გვარი იყო რაფტოპულო[2], რომლის სახელითაც სახლი შევიდა ისტორიის ძეგლების სიაში. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სიაში აღნიშნული შენობა აღნიშნულია, როგორც ადგილი, რომელიც იყო წითელარმიელთა დასაყრდენი პუნქტი იანვრის აჯანყებების პერიოდში. XXI საუკუნეში შენობა გამოიყენება, როგორც საცხოვრებელი სახლი[1].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Объект культурного наследия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-17. ციტირების თარიღი: 2017-10-25.
- ↑ Рафтопуло гостиница//Энциклопедия Таганрога, Ростов-на-Дону, Росиздат, 2003