რაფიელ რიჟინაშვილი
რაფიელ სამსონის ძე რიჟინაშვილი (დ. ძველი სტილით [23 მარტი], ახალი სტილით [5 აპრილი], 1916, ოდესა — გ. ?) — ქართველი არქიტექტორი. დაამთავრა ოდესის სამოქალაქო და კომუნალური მშენებლობის ინჟინერთა ინსტიტუტი (1940). მუშაობდა ოდესისა (1940) და თბილისის (1943 წლიდან) სხვადასხვა საპროექტო დაწესებულებაში (1973 წლიდან მუშაობდა „საქგიპროშახტში“ პროექტის მთავარ ინჟინრად). 1977 წელს ახალი ათონის სსრკ-ში პირველი უნიკალური კარსტული მღვიმის კომპლექსის შექმნისათვის პროექტის ავტორთა და მშენებელთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია, როგორც პროექტის მთავარ ინჟინერს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 395.