ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რაფიგა ჰაჯი კიზი ახუნდოვა (აზერ. Rəfiqə Hacı qızı Axundova; დაიბადა 7 აგვისტოს 1931, ბაქოში) — საბჭოთა აზერბაიჯანელი ბალეთის მსახიობი ქალი, ბალეტმეისტერი, აზერბაიჯანის სსრ რესპუბლიკის სახალხო არტისტი ქალი. ბაქოს ქორეოგრაფიული სასწავლებელის დამთავრების შემდეგ, სადაც მას ასწავლიდა გამერ ალმასზადე, დაიწყო მუშაობა ბაქოს თეატრში (1952 წლიდან). მის მიერ შესრულებულ პარტიების ნუსხაში არის — ირანული მზეტუნახავი და აიშა («შვიდი მზეტუნახავი»), გიულიანაკი («ქალწულის კოშკი»), ზარემა, ეგინა, შირინი, ჟიზელი; პრინცესა ფლორინა («მძინარე მზეტუნახზავი»), ვაქხანკა («ვალპურგიის ღამე») და სხვა. მეუღლესთან (მაქსუდ მამედოვთან) ერთად (დადგა ბალეტები «კასპიის ბალადა» (1968), «გობუსტანის ჩრდილები» (1969), «კალეიდოსკოპი» (1971), «ელვის ბილიკით» (1975), «შვიდი მზეთუნახავი» 1978, 1982 წელს მოხდა მისი ეკრანიზაცია); ქორეოგრაფიული მინიატურები «აზერბაიჯანული სიუიტა», «იალლი», «მუღამი». 1972—1973 წლებში მუშაობდა ბალეტმეისტერად და პედაგოგად ალჟირში.

რაფიგა ახუნდოვა
აზერ. Rəfiqə Axundova
დაბადების სახელი 7 აგვისტო 1931 (87 წელი)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება