რასიპნაია VI
რასიპნაია VI (რუს. Рассыпная VI) — გვიანი ნეოლითის სადგომი როსტოვის ოლქში, რუსეთის ფედერაცია. მდებარეობს სოფელ რასიპნოეს ახლოს პესჩანოკოპის რაიონში.
ისტორია
რედაქტირებაროსტოვის ოლქის ტერიტორია ძველ დროში მჭიდროდ იყო დასახლებული. დასახლებების დიდი ნაწილი მდებარეობდა მდინარეების სანაპიროზე. ერთ-ერთ მათგანზე დასახლების კვალი ჩანს სხვადასხვა ისტორიული პერიოდის განმავლობაში. ძეგლების უმეტესობა მდებარეობდა ასევე მდინარების შემაღლებულ ნაპირებზე.
გვიანი ნეოლითის დროინდელი სადგომი რასიპნაია VI მდებარეობს როსტოვის ოლქის პესჩანოკოპის რაიონის სოფელ რასიპნოესთან ახლოს. სადგომის შესწავლა დაიწყო 2002 წელს და გაგრძელდა 2003 წლამდე.
არქეოლოგიურ ძეგლზე გაითხარა 480 კვ. კმ. აღმოაჩინეს 4 644 არქეოლოგიური ნივთი. ძირითადად ეს ნივთები დამზადებული იყო კაჟისაგან. ასევე გამოყენებული იყო ობსიდიანი.
არტეფაქტები
რედაქტირებააღმოჩენილ საგნებს შორის 1 258 ფირფიტისებური ნამტვრევია. ფირფიტების უმრავლესობის სიგრძეა 0,7 სმ-დან 1,2 სმ-მდე.
აღმოჩენილია დაახლოებით 520 საგანი, რომელიც მეორეჯერ არის დამუშავებული, მათ შორის ყველაზე მეტია საფხეკები (სულ 250 ცალი). აღმოჩენილ ნივთებს შორის გვხვდება ქვისგან დამზადებული შრომის იარაღები, გეომეტრიული ფორმის პატარა ქვის ნამსხვრევები.
რასიპნაია VI-ის კერამიკა ფრაგმენტულია, ჭურჭელი ორნამენტების გარეშეა.
არქეოლოგიურ ობიექტზე აღმოჩენილია მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ძვლები.
ლიტერატურა
რედაქტირება- Цыбрий А. В. Исследование стоянки Рассыпная VI в 2003 г.//Историкоархеологические исследования в Азове и на Нижнем Дону в 2001 г. Вып. 20. — Азов: АКМ, 2002. - С. 32-34.
- Цыбрий А. В. Неолитические памятники Восточного Приазовья // Неолит -энеолит Юга и неолит Севера Восточной Европы (новые материалы, исследования, проблемы иеолитизации регионов). СПб: ИИМК РАН, 2003.-С. 41-55.
- Цыбрий А. В., Горелик А. Ф. Новые материалы из бассейна Нижнего Дона // РА. 2004. № 1.-С. 64-76.
- Цыбрий А. В., Цыбрий В. В. Памятники каменного века в бассейне реки Рассыпной // A3. Вып. 1. - Ростов н/Д: ДАО, 2000. - С. 31-44.
- Рассыпная VI в 2002 г. и Кременная III в 2000 и 2002 гг. // Историко-археологиеские исследования в Азове и на Нижнем Дону в 2002 г. Вып. 19. — Азов: АМЗ, 2004. - С. 33-42.