რარა (ნეპ. राराताल) — ტბა ნეპალში, ჯუმლისა და მუგუს რაიონში. წარმოადგენს ფართობით ქვეყნის უდიდეს და უღრმეს ტბას. მტკნარწყლიანია. მდებარეობს ჰიმალაის მთებში, ზღვის დონიდან 2990 მ სიმაღლეზე.

რარა
რარა
რარა
კოორდინატები: 29°31′33″ ჩ. გ. 83°05′25″ ა. გ. / 29.52583° ჩ. გ. 83.09028° ა. გ. / 29.52583; 83.09028
მდებარეობა ნეპალის დროშა ნეპალი
სიმაღლე ზღვის დონიდან 2990 
სიგრძე 5,1 კმ
სიგანე 2.7 კმ
ფართობი 10,8 კმ²
მოცულობა 10,682 კმ³
მაქსიმალური სიღრმე 167 
გამომდინარე მდინარე ნიჯარი
რარა — ნეპალი
რარა

ზედაპირის ფართობი 10,8 კმ², მაქსიმალური სიღრმე 167 მ. გამდინარეა. გამოედინება მდინარე ნიჯარი, რომელიც ერთვის მდინარე მუგუ-კარნალს მარცხენა მხრიდან.[1]

იცის სასიამოვნო ზაფხული, ხოლო ზამთარი ცივია. დეკემბრიდან მარტამდე ტემპერატურა ეცემა გამყინავ ნიშნულამდე, მოდის 1 მეტრიანი ძლიერი თოვლი, რომელიც კეტავს ტბისკენ მისასვლელ გზას.

ტბაში გვხვდება 3 ენდემური სახეობის თევზი: Schizothorax macrophthalmus, Schizothorax nepalensis და Schizothorax raraensis და ერთი ენდემური სახეობის ბაყაყი — Nanorana rarica.

ტბაზე ვიზიტის საუკეთესო დროა სექტემბერ/ოქტომბერი და აპრილ/მაისი. რარის ტბა გარშემორტყმულია რარის ეროვნული პარკით, რომელიც 1976 წელს დაარსდა.

2007 წლის სექტემბრიდან ტბას და გარემომცველ ვეტლენდებს რამსარის კონვენცია იცავს.[2] ლიმნოლოგიური თვალსაზრისით რარის ტბა ოლიგოტროფულია.

  1. Upadhyaya, S.; Chalise. L., Paudel. R. P. (2009). „High Altitude Ramsar Sites of Nepal“. The Initiation: 135–148.
  2. Bhandari, B. B. (2009). Wise use of Wetlands in Nepal. Banko Janakari 19 (3): 10–17.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რარა&oldid=4164363“-დან