რანჩი
რანჩი — ინდოეთის შტატ ჯარხანდის დედაქალაქი.[1] წარსულში რანჩი ჯარხანდის მოძრაობის ცენტრი იყო, რომელიც სამხრეთ ბიჰარის, ჩრდილოეთ ოდიშას, დასავლეთ დასავლეთ ბენგალისა და დღევანდელი ჩატისგარჰის აღმოსავლეთ ნაწილის ტომების რეგიონებისთვის დამოუკიდებელი შტატის მოთხოვნით გამოდიოდა. ჯარხანდის შტატი 2000 წლის 15 ნოემბერს შეიქმნა ბიჰარის დანაყოფებისგან: ჩოტა-ნაგპურისა და სანთალ-პარგანასისგან. რანჩი ერთ-ერთია ას ინდურ ქალაქს შორის, რომლებიც „ჭკვიანი ქალაქის მისიის“ ფარგლებში „ჭკვიან ქალაქად“ გარდაქმნისთვის შეირჩა.[2]
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
რანჩი ჰინ. राँची ბენგ. রাঁচি სანტ. ᱨᱟᱺᱪᱤ | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 23°21′20″ ჩ. გ. 85°20′05″ ა. გ. / 23.35556° ჩ. გ. 85.33472° ა. გ. |
ფართობი | 652.02 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 651±1 მეტრი |
ოფიციალური ენა | ჰინდი ენა და Santali |
მოსახლეობა | 1 073 440 (2011) |
სატელეფონო კოდი | 651 |
ოფიციალური საიტი | http://www.ranchi.nic.in/ |
რანჩი ჯარხანდის შტატის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ღირსშესანიშნაობებს შორისაა ჯაგანათის ტაძარი და რატუს სასახლე.[3]
რანჩის ეკონომიკა სწრაფად იზრდება. ვითარდება პარკები, სპეციალური ეკონომიკური ზონები და სამრეწველო ტერიტორიები.[4] რანჩს ხშირად „ჩანჩქერთა ქალაქადაც“ მოიხსენიებენ.[5]
ეტიმოლოგია
რედაქტირებახალხური ლეგენდის თანახმად, კაპიტანმა ორაონის ტომის სოფელი „არჩი“ საკუთარი შტაბ-ბინისთვის შეარჩია. ადგილობრივი ნაგპურის დიალექტზე არჩი ბამბუკის ტყეს ნიშნავს. ბრიტანელებმა უყურადღებობის გამო მას არჩის ნაცვლად „რანჩი“ უწოდეს. კაპიტანმა თომას უილკინსონმა სოფელ კიშუნპურს რანჩი უწოდა. 1927 წლამდე ეს ადგილი რანჩის სახელით იყო ცნობილი.[6][7][8]
თავის წიგნში, „მუნდაები და მათი ქვეყანა“, ანთროპოლოგი სარატ ჩანდრა როი წერს, რომ ქალაქის სახელწოდება მუნდარული სიტყვიდან, არანჩი , წარმოდგება.[9] მეორე ვერსიით კი, ქალაქის სახელი მომდინარეობს „მოკლე ჯოხის“ დასახელებიდან, რომელსაც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სარეკად იყენებდნენ. სხვა ვერსიით, არანჩი ორ კვირაში ერთხელ გამართული ბაზრის დასახელებაა.[10]
კიდევ ერთი ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით, რანჩის სახელწოდება ადგილობრივი ჩიტის სახელიდან, რისიდან მომდინარეობს, რომელიც მეტწილად პაჰარი-მანდირის მიდამოებში ბინადრობს.[11] რისი მუნდარის ენაზე ეწოდება შავ ძერასაც (Milvus migrans).
გეოგრაფია
რედაქტირებარანჩის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდ. განედი 23°22′ და აღმ. გრძედი 85°20′. ქალაქი კირჩხიბის ტროპიკის მახლობლად მდებარეობს. რანჩის ფართობი 175 კმ²-ია. ქალაქი ზღვის დონიდან 651 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გაშენებულია ჩოტა-ნაგპურის პლატოს სამხრეთ ნაწილსა და დეკანის პლატოს აღმოსავლეთ ნაწილში.
რანჩის ტოპოგრაფია გორაკ-ბორცვებისა და ხშირი ტროპიკული ტყეების კომბინაციითაა გამორჩეული, რის გამოც ქალაქის კლიმატი შტატის დანარჩენ ნაწილზე უფრო ზომიერია. აღსანიშნავია, რომ ხე-ტყის უკონტროლო ჭრის გამო ქალაქის საშუალო ტემპერატურა იზრდება.[12]
კლიმატი
რედაქტირებაკიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, რანჩი ჰუმიდური სუბტროპიკული კლიმატის (Cwa, სუბტროპიკული ოკეანური კლიმატი) სარტყელშია მოქცეული. მდებარეობისა და ტყეების გავლენით, ქალაქში უშვეულოდ რბილი კლიმატია. ზაფხულის ტემპერატურა 20-დან 42 °C-მდე მერყეობს, ხოლო ზამთრის ტემპერატურა 0-დან 25 °C-მდე იცვლება. ყველაზე ცივი თვეები დეკემბერი და იანვარია, რომლის დროსაც ზოგიერთ ადგილას ტემპერატურა შეიძლება გაყინვის წერტილამდე დაეცეს. საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 1 430 მმ-ს უდრის. ივნისიდან სექტემბრამდე ნალექიანობის მაჩვენებელი 1 100 მმ-ის ტოლია. [13]
ჰავის მონაცემები — რანჩი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 31.6 | 35.0 | 39.0 | 43.4 | 43.1 | 43.3 | 38.0 | 34.6 | 34.5 | 33.2 | 32.0 | 29.8 | 43.4 |
საშუალო მაღალი °C | 23.6 | 26.3 | 31.5 | 35.6 | 36.8 | 33.4 | 29.8 | 29.2 | 29.4 | 28.9 | 26.5 | 24.0 | 29.6 |
საშუალო დაბალი °C | 9.8 | 12.6 | 16.8 | 21.2 | 23.3 | 23.5 | 22.7 | 22.4 | 21.8 | 18.6 | 13.6 | 9.9 | 18.0 |
რეკორდულად დაბალი °C | 3.2 | 3.5 | 8.6 | 9.7 | 16.1 | 18.5 | 19.2 | 19.0 | 17.2 | 12.0 | 7.0 | 4.3 | 3.2 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 16.7 | 21.2 | 25.0 | 21.8 | 61.7 | 249.4 | 336.6 | 319.1 | 247.3 | 76.6 | 10.8 | 11.6 | 1 397,7 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ | 1.7 | 2.1 | 2.1 | 2.2 | 4.6 | 10.9 | 16.3 | 16.9 | 12.4 | 4.0 | 1.0 | 1.0 | 75.2 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) | 47 | 40 | 31 | 29 | 39 | 64 | 82 | 83 | 78 | 65 | 54 | 50 | 55 |
წყარო: India Meteorological Department[14][15] |
დემოგრაფია
რედაქტირება2011 წლის ინდოეთის აღწერის მიხედვით,[17] რანჩის მუნიციპალური კორპორაცის მოსახლეობა 1 073 427 ადამიანს შეადგენს. ურბანული აგლომერაციის რაოდენობა 1 456 528 ადამიანს უდრის და ინდოეთს მასშტაბით 32-ე უდიდესი ურბანული აგლომერაციაა. მამაკაცები მოსახლეობის 52.1%-ს, ხოლო ქალები 47.9%-ს შეადგენენე.[18] ქალაქში წერა-კითხვის ცოდნის დონე 87.68%-ის ტოლია. 2000 წელს ჯარხანდის შტატის შექმნასთან ერთად ქალაქში მოსახლეობის სწრაფი ზრდა დაიწყო. დასაქმების შესაძლებლობის ზრდასთან ერთად ქალაქში სამუშაოს მაძიებელი მიგრანტების ნაკადი წარმოიშვა.
ენა
რედაქტირებარანჩის Lingua Franca ჰინდია. რეგიონული ენის სტატუსი აქვს ნაგპურს. ჰინდიზე 799 133 ადამიანი საუბრობს, ურდუზე ― 130 457, ბენგალურზე ― 37 450, კურუხზე ― 24 762, მუნდარიზე ― 24 858, ხოლო მაითილიზე ― 16 746.
რელიგია
რედაქტირებარანჩის მოსახლეობის უმრავლესობა (64.31%) ინდუიზმის მიმდევარია. მეორე უმსხვილეს რელიგიურ ჯგუფს ისლამის მიმდევრები წარმოადგენენ (16.42%). რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ: ქრისტიანები ― 8.52%, სიქჰები ― 0.39%, ჯაიანისტები ― 0.22%, ბუდისტები ― 0.06% და სხვ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Netarhat: Jharkhand's Secret Hill Station“. Outlook.
- ↑ „Only 98 cities instead of 100 announced: All questions answered about the smart cities project“. Firstpost. 28 აგვისტო 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 14 მარტი 2017.
- ↑ Ghosh, Abhik (1995). „A Brief Note on the Mythology, Pre-History and History of Ranchi District“. Indian Anthropologist. 25 (1): 91–96. ISSN 0970-0927.
- ↑ CIMFR director chosen as fellow of Indian Academy of Sciences | Ranchi News - Times of India en (Jan 6, 2021). ციტირების თარიღი: 2021-01-23
- ↑ The world's most Instagrammed waterfalls will take your breath away en-AU. ციტირების თარიღი: 2021-01-23
- ↑ 1800s: When British Developed Ranchi As Summer Capital (13 August 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მაისი 2020. ციტირების თარიღი: 16 January 2020
- ↑ Cultural Configuration of Ranchi, Lalita Prasad Vidyarthi, Rajendra Behari Lal, India. Planning Commission. Research Programmes Committee, 1969, pg 306.
- ↑ Journal and Proceedings of the Asiatic Society Of Bengal, Volume 4, No. 11, 1927, "The Etymology of Ranchi", pg 601.
- ↑ Roy, Sarat Chandra (1912). The Mundas and Their Country. Calcutta.: Jogendra Nath Sarkar at City Book Society, გვ. 142–143.
- ↑ Misra, R. P.; Misra, Rameshwar Prasad; Ramesh, A. (1989) Fundamentals of Cartography (en). Concept Publishing Company, გვ. 96. ISBN 978-81-7022-222-4.
- ↑ (May 2010) Ranchi District: Ranchi, History of Ranchi District, Bundu, Kanke, Hatia, Rampur, Jharkhand, Churi, Ormanjhi Block, Tamar Block, Bero B. General Books LLC. ISBN 9781155984032.
- ↑ „Sultry weather likely to continue in city, for now – Times of India“. The Times of India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივნისი 2016. ციტირების თარიღი: 24 ივნისი 2016.
- ↑ Ranchi, India Köppen Climate Classification (Weatherbase).
- ↑ Station: Ranchi (A) Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 657–658. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 19 August 2020
- ↑ Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 19 August 2020
- ↑ Table C-01 Population By Religion - Jharkhand. Registrar General and Census Commissioner of India.
- ↑ Census of India 2001: Data from the 2001 Census, including cities, villages and towns (Provisional). Census Commission of India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-06-16. ციტირების თარიღი: 2008-11-01
- ↑ About Ranchi City.