სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რამლის ბრძოლა.
რამლის ბრძოლა
ჯვაროსნული ომების ნაწილი
თარიღი 17 მაისი, 1102
მდებარეობა რამლა
შედეგი ფატიმიდების გამარჯვება
მხარეები
იერუსალიმის სამეფო ფატიმიდები
მეთაურები
ბალდუინ I ალ-აფდალ შაჰანშაჰი
ძალები
500 რაინდი 30 000
დანაკარგები
თითქმის მთელი არმია უცნობია
რამლის ბრძოლა ვიკისაწყობში

რამლის ბრძოლა გაიმართა 1102 წლის 17 მაისს, იერუსალიმის სამეფოსა და ფატიმიანებს შორის[1].

ცუდი სადაზვერვო სისტემის გამო, იერუსალიმის მეფე ბალდუინ I მხოლოდ 500 რაინდით დაუპირისპირდა 30 000 მუსლიმს. როდესაც ბალდუინმა შეცდომის შესახებ შეიტყო უკვე ძალიან გვიანი იყო. ბრძოლაში თითქმის ყველა რაინდი დაიღუპა, მაგრამ რამდენიმემ მოახერხა გაქცევა და რამლაში თავის შეფარება. ბალდუინი ღამით ჩუმად გაიპარა და არსუფისკენ წავიდა. იქ მან ერთ-ერთი ინგლისელი გემის კაპიტანი დაარწმუნა, რომ გაერღვია იაფის ბლოკადა, რომელიც ხმელეთიდანაც მიმდინარეობდა. გერმანელი და ფრანგი ჯვაროსნების წყალობით ბალდუინმა შეკრიბა რვა ათასიანი არმია და დაამარცხა მოალყე ფატიმიანები[2]. გადარჩენილებმა ასკალონში დაიხიეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Dupuy, R. E. and T. N. Dupuy, eds. The Encyclopedia of Military History. New York: Harper & Row, 1977. ISBN 0-06-011139-9
  • Smail, R. C. Crusading Warfare, 1097–1193. New York: Barnes & Noble Books, 1995 [1956]. ISBN 1-56619-769-4
  1. Pringle, Denys (1993). The Churches of the Crusader Kingdom of Jerusalem: A Corpus. Cambridge: Cambridge University Press. p. 183.
  2. Dupuy, p. 316