რამინ გულუზადე
რამინ ნამიქ-ოღლუ გულუზადე (აზერ. Ramin Namiq oğlu Quluzadə; დ. 1 თებერვალი, 1977) — აზერბაიჯანელი სახელმწიფო მოღვაწე, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების (2016—2017) და ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრი (2017-დან).
რამინ გულუზადე | |
---|---|
აზერ. Ramin Namiq oğlu Quluzadə | |
დაბ. თარიღი | 1 თებერვალი, 1977 (47 წლის) |
დაბ. ადგილი | ბაქო |
მოქალაქეობა | აზერბაიჯანი |
საქმიანობა | სახელმწიფო მოღვაწე |
ალმა-მატერი | აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი |
ჯილდოები | მედალი „პროგრესი“ |
ბიოგრაფია
რედაქტირებარამინ გულუზადე დაიბადა ბაქოში 1977 წლის 1 თებერვალს.[1] 1993 წელს იასამალის რაიონში მდებარე №167 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკურ ინსტიტუტში (ამჟამად უნივერსიტეტში) ჩააბარა, სადაც 1997 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 1999 წელს — მაგისტრისა.[1] 2004 წლიდან გულუზადე ჰეიდარ ალიევის ფონდში (თავმჯდომარე — პრეზიდენტის მეუღლე მეჰრიბან ალიევა) მუშაობდა და ფონდის საქმიანობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.[2]
სახელმწიფო სამსახურში
რედაქტირება2015 წელს კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროში დაიწყო კადრების გაცხრილვა. ამ დაწესებულების ბევრი მაღალჩინოსანი დაკავშირებული იყო ბიზნესზე ზეწოლის საქმესთან, უკანონო „მოსმენებთან“ და ა. შ. ბევრმა მათგანმა დაკარგა თავიანთი თანამდებობა. 12 ნოემბერს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თანამდებობიდან გაათავისუფლა კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების იმდროინდელი მინისტრი ალი აბასოვი. რამდენიმე დღის შემდეგ კი, 25 ნოემბერს, თავისი განკარგულებით რამინ გულუზადე კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილედ დანიშნა. პარალელურად გულუზადე დროებით მინისტრის მოვალეობასაც ასრულებდა.
2016 წლის 15 იანვარს რამინ გულუზადე ილჰამ ალიევის ბრძანებულებით კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროს ახალი მინისტრი გახდა.[3] შემდეგი წლის 13 თებერვალს ალიევმა ხელი მოაწერა კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროსა და ტრანსპორტის სამინისტროს გაერთიანების განკარგულებას ერთიან — ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროდ, ასევე ამ ახალი სამინისტროს მინისტრად რამინ გულუზადეს დანიშვნის შესახებ დადგენილებას.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 „Рамин Гулузаде - министр транспорта, связи и высоких технологий Азербайджанской Республики“ (რუსული). report.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-25. ციტირების თარიღი: 2020-11-16.
- ↑ „Рамин Гулузаде назначен первым замминистра связи и высоких технологий Азербайджана“ (რუსული). trend.az. 25 ноября 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Назначен новый министр связи Азербайджана“ (რუსული). Sputnik. 15.01.2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)