რამაზ საყვარელიძე
რამაზ საყვარელიძე (დ. 18 თებერვალი, 1950, თბილისი) — ქართველი პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი.
რამაზ საყვარელიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 18 თებერვალი, 1950 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1990–1996 წლებში იყო განათლების სამინისტროსთან არსებული გამოყენებითი ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი. 1992–1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ქარტია – 91“. 1993–1995 წლებში სახელმწიფო მეთაურის საინფორმაციო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელი, პრეს-მდივანი. 1995–1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2005-2006 წლებში იყო ფსიქოთერაპიისა და ფსიქოსომატური მედიცინის ფაკულტეტის დეკანი. 1980–2006 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ზოგადი და კლასიკური ფსიქოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი; 2008 წლიდან არის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. არის 40-მდე სამეცნიერო სტატიისა და მრავალი პუბლიცისტური წერილის ავტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „სემანტიკური ინტერფერენციის ფსიქოლოგიური მექანიზმის საკითხისათვის“, დაიცვა 1979 წელს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რამაზ საყვარელიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- რამაზ საყვარელიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევა)
- რამაზ საყვარელიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მეოთხე მოწვევა)