რალფ აბერკრომბი (ინგლ. Ralph Abercromby; დ. 7 ოქტომბერი, 1734 — გ. 28 მარტი, 1801) — ბრიტანელი ფელდმარშალი, შოტლანდიელი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1756–1763 წლებში მონაწილეობდა შვიდწლიან ომში. 1793–1794 წლებში მეთაურობდა ინგლისელ ბრიგადას ნიდერლანდებში. 1795–1797 წლებში იყო ინგლისის არმიის მთავარსარდალი ვესტინდოეთში, ებრძოდა ფრანგებს და ესპანელებს, დაიპყრო კ. ტრინიდადი. 1800 წელს დაინიშნა ინგლისის ხმელთაშუა ზღვის სამხრეთის ძალების სარდლად. 1801 წელს გაიგზავნა ეგვიპტეში ფრანგების არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად. აბუკირის ბრძოლაში აბუკირთან 21 მარტს დაამარცხა ფრანგები, რომელშიც იგი სასიკვდილოდ დაიჭრა.

ლიტერატურა

რედაქტირება