რაიხსიუნგენდფიურერი
რაიხსინგენდფიურერი (გერმ. Reichsjugendführer) — მესამე რაიხის ახალგაზრდული ქვედანაყოფ ჰიტლერიუგენდის მეთაური (ხელმძღვანელი, წინამძღოლი)[1]. ეს სამსახური დაკომპლექტებული იყო 27 წლამდე ასაკის ახალგაზრდა, ჰიტლერისადმი ფანატიკურად ერთგული კადრებით და ემორჩილებოდა მხოლოდ სს-ის რაიხსფიურერს (მესამე რაიხის შინაგან საქმეთა მინისტრ ჰენრიხ ჰიმლერს) და მესამე რაიხის კანცლერ ჰიტლერს.
თანამდებობა პირველად ეკავა ბალდურ ფონ შირახს, მოგვიანებით – არტურ აქსმანს[2]. თავდაპირველად წოდებას საკუთარი სიმბოლო არ ჰქონია, ამიტომ იმ დროის ფოტოსურათებზე შირახი ატარებს ნაცისტური პარტიის სტანდარტულ ყავისფერ ტუნიკას, ჰიტლერიუგენდის შემოსაკრავით. მიუხედავად ამისა, აქსმანმა მოგვიანებით შემოიღო შუცშტაფელის რაიხსფიურერის მსგავსი სიმბოლო.
აქსმანი და შირახი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ანტიჰიტლერულმა კოალიციამ აღიარა დამნაშავეებად, განსაკუთრებით ბავშვების აზროვნებაზე უარყოფით ზემოქმედებაში.[3]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ჰამილტონი, ჩარლ (1984). Leaders & Personalities of the Third Reich, Vol. 1. სან-ხოსე, კალიფორნია: R. James Bender Publishing. ISBN 0-912138-27-0.
- მაკნაბი, კრის (2009). The Third Reich. Amber Books Ltd. ISBN 978-1-906626-51-8.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მაკნაბი 2009, p. 15.
- ↑ ჰამილტონი 1984, pp. 247, 334.
- ↑ ჰამილტონი 1984, pp. 247, 335.