რაიხენაუ (გერმ. Reichenau) — კუნძული ბოდენის ტბაში, გერმანიის ქალაქი კონსტანცის სიახლოვეს. ცნობილია თავის ბენედიქტური მონასტრით, რომელიც 742 წელს აშენდა და დღემდე სამხრეთ გერმანიის მნიშვნელოვან კულტურულ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენს. 2000 წელს, იუნესკო ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

რაიხენაუს მონასტერი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv, vi
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 47°42′00″ ჩ. გ. 9°04′00″ ა. გ. / 47.70000° ჩ. გ. 9.06667° ა. გ. / 47.70000; 9.06667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 974
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 974
ინგლ.რუს.ფრ.

ჩრდილოეთ ევროპიდან იტალიაში მიმავალი თითქმის ყველა პილიგრიმი, გზად რაიხენაუს მონასტერს გაივლის. მთავარი ეკლესია აშენებულია წმინდა მარიამისა და წმინდა მარკოზის სახელზე, ხოლო მოგვიანებით აშენებული ორი ეკლესია წმინდა გიორგის, წმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს სახელზე. წმინდა გიორგის მონასტერი ცნობილია X საუკუნის ოტონიური რენესანსის ეპოქის ფრესკებით, რომლებზეც ქრისტეს სასწაულებია ასახული.

სააბატოს მმართველთა ქვის შენობები ორი სართულისგან შედგება, რომლებზეც დაშნებულია XIV საუკუნის ხის სტრუქტურები, ერთ-ერთი უძველესი ხის ნაგებობები მთელს სამხრეთ გერმანიაში.

დღეისათვის კუნძული ასევე ცნობილია ბოსტნეულის ვრცელი სავარგულებით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: