რაინჰარდ გელენი
რაინჰარდ გელენი (გერმ. Reinhard Gehlen; დ. 3 აპრილი, 1902, ერფრუტი — გ. 8 ივნისი, 1979, შტანბერგი) — გერმანიის ვერმახტის გენერალ-მაიორი, უცხოური არმიის ხელმძღვანელი აღმოსავლეთის ფრონტზე, ფედერალური დაზვერვის უფროსი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაგელენი დაიბადა გერმანელი ბიურგერის ოჯახში. მისი მამა ვალტერი იყო ლეიტენანტი, მოგვიანებით წიგნებით მოვაჭრე. მისი დედა კატარინა წარმოშობით ფლანდრიიდან იყო. სკოლის დასრულების შემდეგ 1920 წელს გელენი ჩაირიცხა გერმანიის შეიარაღებულ ძალებში. 1926 წელს ჰანოვერის კავალერიის სკოლის დასრულების შემდეგ უფროსი ლეიტენანტის წოდება მიიღო. 1931 წელს დაქორწინდა ჰერტა ზიდლიც-კურცბახზე. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში გელენი აღმოსავლეთ ფრონტზე უცხოური არმიის ხელმძღვანელად დაინიშნა. 1941 წელს მონაწილეობას იღებდა ოპერაცია „ბარბაროსას“ შედგენაში, რომლის მიზანიც საბჭოთა კავშირზე თავდასხმა იყო. სტალინგრადის მარცხის შემდეგ გელენი გადაიყვანეს ესეს-ის დაზვერვაში. ომის დასასრულს გელენმა თავისი ოჯახი ნაუმბერგში, ბავარიის ტყეში გადამალა, რათა საბჭოელებს არ ჩავარდნოდათ ხელში. 1945 წლის 9 აპრილს ჰიტლერმა გელენი დაითხოვა. ომის დასრულების შემდეგ გელენმა აღმოსავლეთ ფრონტზე დაზვერვის დროს მოპოვებული დოკუმენტები ამერიკელებს გადასცა. 1956 წელს გელენი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დაზვერვის უფროსად დაინიშნა, ამ თანამდებობაზე იგი 1968 წლამდე მუშაობდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- "Disclosure" newsletter, Information promulgated by the U.S. National Archives & Records Administration
- Forging an Intelligence Partnership: CIA and the Origins of the BND, 1945–49 CIA declassified documents on the Gehlen Organization