რაიმონ II ტრიპოლელი
რაიმონ II ტრიპოლელი (ფრანგ. Raymond II de Tripoli; ლათ. Raimundus) — ტრიპოლის გრაფი 1137-1152 წლებში.
რაიმონ II ტრიპოლელი | |
---|---|
Raymond II de Tripoli | |
ტრიპოლის გრაფი | |
მმართ. დასაწყისი: | 1137 |
მმართ. დასასრული: | 1152 |
წინამორბედი: | პონს ტრიპოლელი |
მემკვიდრე: | რაიმონ III ტრიპოლელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1115 |
გარდ. თარიღი: | 1152 |
მეუღლე: | ჰოდირნა |
შვილები: |
რაიმონ III ტრიპოლელი მელისენდა ტრიპოლელი |
მამა: | პონს ტრიპოლელი |
დედა: | სესილია ფრანგი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
რაიმონი იყო პონს ტრიპოლელის და სესილია ფრანგის ვაჟი. 1137 წელს იქორწინა ჰოდირნა ტრიპოლელზე, ბალდუინ II-ის ქალიშვილზე. მამამისის გარდაცვალების შემდეგ მიიღო მისი მემკვიდრეობა. იგი ესწრებოდა ბრძოლას, სადაც პონსი დაიღუპა. მან ამ მარცხის მთავარ მიზეზად სირიელი ქრისტიანების ღალატი დაასახელა. ამიტომაც ბევრი მათგანი შეიპყრო და სასტიკად დასაჯა.
ერთი წლის შემდეგ, ალეპოსა და მოსულის ათაბაგმა ზანჯიმ ალყა შემოარტყა ბარინის ციხეს, რომელიც ტრიპოლის ტერიტორიაზე მდებარეობდა. რაიმონმა დასახმარებლად ფულკ იერუსალიმელს მოუწოდა, მაგრამ ზანჯიმ ისინი დაამარცხა და რაიმონი დაატყვევა. მან განაგრძო ალყა, მაგრამ დაიწყო მოლაპარაკებები მოწინააღმდეგეებთან, რადგან შეიტყო ჟოსლენ II-ის, რაიმონ ანტიოქელის და იოანე II-ის ანტიოქიაში ყოფნის ამბავი. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ციხე ზანჯის ჩაბარდებოდა რაიმონის გათავისუფლების სანაცვლოდ.
1142 წელს რაიმონმა ჰოსპიტალიერებს გადასცა კრაკ-დე-შევალიე და მრავალი პატარა ციხე, და ისინი ტრიპოლის სამხედრო ძალად გამოაცხადა. ჰოსპიტალიერები დიდი ხნის მანძილზე იცავდნენ ტრიპოლის საგრაფოს აღმოსავლეთ საზღვრებს მუსლიმებისგან.
რაიმუნდი 1152 წელს მოკლა ორმა დაქირავებულმა მკვლელმა, სავარაუდოდ მისი ცოლის დავალებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Steven Runciman, A History of the Crusades, vol. II: The Kingdom of Jerusalem. Cambridge University Press, 1952.
- William of Tyre, A History of Deeds Done Beyond the Sea, trans. E.A. Babcock and A.C. Krey. Columbia University Press, 1943.