რაიმონდ ტორნტონ ჩანდლერი (ინგლ. Raymond Chandler; დ. 23 ივლისი, 1888, აშშ, ჩიკაგო — გ. 26 მარტი, 1959) — ამერიკელი რეალისტი მწერალი და კრიტიკოსი, დეტექტიური რომანების, მოთხრობების ავტორი.

რაიმონდ ჩანდლერი
დაბადების თარიღი 23 ივლისი, 1888(1888-07-23)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბადების ადგილი ჩიკაგო[2]
გარდაცვალების თარიღი 26 მარტი, 1959(1959-03-26)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [10] [11] [12] [13] [14](70 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლა-ხოია
დასაფლავებულია Mount Hope Cemetery
საქმიანობა სცენარისტი, რომანისტი, მწერალი[13] და პოეტი
მოქალაქეობა აშშ
ალმა-მატერი დალვიჩის კოლეჯი
ჟანრი დეტექტივი
Magnum opus The Big Sleep, Farewell, My Lovely, The High Window, The Lady in the Lake, The Little Sister, The Long Goodbye, Playback და Poodle Springs
ჯილდოები ედგარ ალან პოს პრემია საუკეთესო რომანისთვის[15]
მეუღლე Cissy Pascal
გავლენა მოახდინეს

რაიმონდ ჩანდლერმა კლასიკური განათლება მიიღო და მცირე ხანს სახელმწიფო სამსახურში იმუშავა, შემდეგ პრესაში დაიწყო მუშაობა, მაგრამ ჟურნალისტის რანგში დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევია. რამდენიმე ხნის შემდეგ პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა, საბუღალტრო კურსები დაამთავრა და მუდმივი სამსახურის იშოვა. 1917 წელს პირველ მსოფლიო ომში გაემგზავრა. ომიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ ბუღალტრობას დაუბრუნდა და ნავთობკომპანიაში დაიწო მუშაობა, იგი 1932 წელს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, მაგრამ ერთ წელიწადში ალკოჰოლიზმის, გაცდენებისა და თვითმკვლელობის მუქარების გამო სამსახურიდან გააძევეს.

ჩანდლერი თავის სარჩენად კალამს მიუბრუნდა – ოღონდ ამჯერად დეტექტიურ მოთხრობებსა და რომანებს წერდა. მისმა რომანებმა მალე მოიპოვა დიდი წარმატება. 1954 წელს მეუღლის სიკვდილის შემდეგ ჩანდლერი გამუდმებით მარტო იყო, რამაც კლინიკურ დეპრესიამდე მიიყვანა. ისევ სმა დაიწყო, 1955 წელს თვითმკვლელობა სცადა. 1959 წელს პნევმონიით დაავადდა და ჰოსპიტალში გარდაიცვალა. მწერალი სან-დიეგოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მსოფლიო დეტექტივების სეიფი, ტომი 13, თბილისი, 2010.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118520059 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Find a Grave — 1996.
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 Discogs — 2000.
  7. 7.0 7.1 filmportal.de — 2005.
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  9. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  10. 10.0 10.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. 11.0 11.1 Babelio — 2007.
  12. 12.0 12.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  13. 13.0 13.1 13.2 The Fine Art Archive — 2003.
  14. 14.0 14.1 Munzinger Personen
  15. https://edgarawards.com/category-list-best-novel/