ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რადუ პოკლიტარუ (დ. 22 მარტი, 1972, კიშინიოვი, მოლდოვა) ― უკრაინელი ქორეოგრაფი, „კიევის თანამედროვე საბალეტო თეატრის“ დამფუძნებელი, მოლდოვის სახალხო არტისტი (2016), უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (2017)[1], უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატი (2016).

რადუ პოკლიტარუ
მშობლიური სახელი Раду Витальевич Поклитару
დაბადების თარიღი 22 მარტი, 1972
კიშინიოვი, სსრკ (დღ. მოლდოვა)
მოქალაქეობა სსრკ, უკრაინა
პროფესია ქორეოგრაფი
ჯილდოები უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (2017), უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული პრემია (2016)

1991-2001 წლებში ბელარუსის ეროვნული ოპერისა და ბალეტის მოცეკვავე იყო.[2] 2001-2002 წლებში მოლდოვის ეროვნული ოპერის მთავარი ქორეოგრაფი იყო.[3] 2014 წელს სოჭში გამართული ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიების ქორეოგრაფი.[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რადუ_პოკლიტარუ“-დან