რადუჟნი (ვლადიმირის ოლქი)
რადუჟნი (რუს. Радужный) — ქალაქი რუსეთში, ვლადიმირის ოლქში, დახურული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნი. 18 471 მცხოვრები (2018).[1] მდებარეობს ვლადიმირიდან 25 კმ-ში, მთავარი საავტომობილო გზის გვერდით, ტყის მასივში. დაარსდა 1971 წელს როგორც საცდელ-საკონსტრუქტორო ბიურო „რადუგას“ (შექმნილი სსრკ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით; 25 თებერვალი, 1971) თანამშრომელთა დაბა; პირველი საცხოვრებელი სახლი 1972 წლის 16 მაისს (ეს დღე მიიჩნევა ქალაქის დაარსების ოფიციალურ თარიღად). 1977–1991 წლებში იყო დაბა ვლადიმირ-30. 1991 წლიდან ქალაქი რადუჟნი. 1998 წელს გარდაიქმნა დახურულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ წარმონაქმნად. ქალაქში მდებარეობს რუსეთის ახალწამებულთა და აღმსარებელთა ხის კარვისებრი ეკლესია (2000-იანი წლების 1-ლი ნახევარი), სამხედრო და შრომითი დიდების მუზეუმი (2000), ქალაქწარმომქმნელი საწარმო — ლაზერული პოლიგონი „რადუგა“ (სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო და ექსპერიმენტული სამუშაოები ლაზერული ფიზიკის, ოპტიკის, ელექტრონიკისა და სხვა დარგებში). განვითარებულია ავტომატიკისა და ნავთობმომპოვებელი მოწყობილობების სამართების, ენერგეტიკის ობიექტთა დისტანციური მართვის ავტომატიზებული კომპლექსებისა და ავტოდასაკომპლექტებლების წარმოება.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
რადუჟნი | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ფედერაციის სუბიექტი | ვლადიმირის ოლქი | ||||
კოორდინატები | 55°59′52″ ჩ. გ. 40°19′47″ ა. გ. / 55.99778° ჩ. გ. 40.32972° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1971 | ||||
ადრეული სახელები | ვლადიმირ-30 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1991 | ||||
ფართობი | 17 კვადრატული კილომეტრი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 160 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 18 471[1] კაცი (2018) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 49254 | ||||
საფოსტო ინდექსი | 600910 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.raduzhnyi-city.ru/ | ||||
რადუჟნის ჩრდილო-აღმოსავლეთ გარეუბანთან ახლოს მდებარეობს სოფ. ბორისოგლების ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია (კურთხეული 1790 წელს).
ლიტერატურა
რედაქტირება- РАДУЖНЫЙ დაარქივებული 2019-07-12 საიტზე Wayback Machine. // Большая российская энциклопедия. Том 28. Москва, 2015, стр. 160.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Численность населения Российской Федерации по муниципальным образованиям на 1 января 2018 года. Дата обращения 25 июля 2018. Архивировано 26 июля 2018 года.