ტფილისი (ჟურნალი)

(გადამისამართდა გვერდიდან ჟურნალი ტფილისი)

„ტფილისი“ხელოვნებათა და ლიტერატურის ყოველკვირეული ჟურნალი. რედაქტორი - სარედაქციო კოლეგია. 14-გვერდიანი გამოცემის ერთადერთ ნომერში ძირითადად იბეჭდება მხატვრული ნაწარმოებები, მათ შორის: გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „ტფილისი“, გიორგი სავანელის უსათაურო ლექსი, არტემ გაბუნიას ნოველა „ფანტაზია“ და სხვა.

ჟურნალში დიდი ადგილი უჭირავს თარგმნილ ლიტერატურას. იბეჭდება ფრანჩესკო პეტრარკას „ორი ნაწყვეტი“, რიჰარდ საუკალის „უსათაურო ნოველა“, ედგარ ალან პოს „კოლიზეი“, პიერ ლუისის „ ეპიტაფია“, შარლ ბოდლერის „ფანჯრები“, რაშილდის „სამი ყვავილი“. გამოცემაში „ი.ი-ანის“ ფსევდონიმით (ი. ლორთქიფანიძის ცნობით, ფსევდონიმი ეკუთვნის ივანე იოსელიანს) ქვეყნდება წერილი „გენიალური გალაკტიონი“, რომელშიც ავტორი ქართულ პოეზიაზე საუბრობს და ცდილობს მასში გალაკტიონის ადგილი განსაზღვროს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შამილიშვილი მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 428.