ჟიულ ბიანკი
ჟიულ ბიანკი (ფრანგ. Jules Bianchi; დ. 3 აგვისტო, 1989 — გ. 17 ივლისი, 2015) — ფორმულა ერთის ფრანგი ავტომრბოლელი. მისი კარიერული დებიუტი 2013 წელს შედგა ავსტრალიაში. 2014 წლის 5 ოქტომბერს იაპონიაში შეჯიბრებისას ბიანკიმ მმართვის კონტროლი დაკარგა ავტომანქანაზე და დაიმტვრა რის შედეგადაც მიიღო თავის ტვინის დაზიანება. იმ დღიდან იმყოფებოდა კომაში და საბოლოოდ გარდაიცვალა 2015 წლის ივლისში 25 წლის ასაკში.[1]