ჟიტომირზე თავდასხმები (2022)

ჟიტომირზე თავდასხმები (2022)
უკრაინაში რუსეთის შეჭრის ნაწილი
2022_Russian_invasion_of_Ukraine.svg
თარიღი 27 თებერვალი, 2022 —
მდებარეობა ჟიტომირი, ჟიტომირის ოლქი, უკრაინა
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთი უკრაინის დროშა უკრაინა
სამხედრო ნაწილები
რუსეთის დროშა რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის დროშა უკრაინის შეიარაღებული ძალები
დანაკარგები
უცნობია 25 მოკლული
  • 14 დაღუპული მშვიდობიანი
  • 330 დაჭრილი
  • 33 განადგურებული/დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტი
ჟიტომირზე თავდასხმები ვიკისაწყობში

ჟიტომირზე თავდასხმები — სამხედრო თავდასხმები ჟიტომირის სამოქალაქო აეროპორტზე, რომელიც 2022 წლის 27 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს განხორციელდა, რასაც მარტში უკვე თავად ქალაქზე თავდასხმებიც მოჰყვა. აეროპორტი უკრაინის დედაქალაქ კიევიდან 150 კილომეტრში, ჟიტომირის ოლქის ქალაქ ჟიტომირთან ახლოს მდებარეობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 9კ720 „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემები გამოიყენეს, რომლებიც ბელარუსში იყო განლაგებული.[1][2]

ქრონოლოგია

რედაქტირება
 
ჟიტომირის აეროპორტზე თავდასხმა, 2022 წლის 27 თებერვალი.

1 მარტს, გვიან საღამოს, რუსეთის ჯარებმა ქალაქის საცხოვრებელ ნაწილს დაარტყეს. დაზიანდა შუხევიჩის ქუჩის 10-მდე საცხოვრებელი კორპუსი და ქალაქის საავადმყოფო. ჩამოაგდეს რამდენიმე ბომბი. შედეგად, სულ მცირე, ორი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, სამი კი დაშავდა.[3]

2 მარტს ჭურვები მოხვდა რეგიონულ პერინატალურ ცენტრსა და ზოგიერთ კერძო სახლს.[4]

4 მარტს რაკეტები მოხვდა ჟიტომირის 25-ე სკოლას, გაანადგურა მისი ნახევარი.[5] საღამოს „ოზერნესა და ჟიტომირის ჯავშანსატანკო ქარხანას“ გაუხსნეს ცეცხლი; დაშავდა ორი ადამიანი.[6]

8 მარტს საჰაერო თავდასხმის დროს დაარტყეს საერთო საცხოვრებელს, დაზიანდა „იზოვატის ქარხანა“.[7]

9 მარტს ცეცხლი გახსნეს ქალაქის შემოგარენში, ოზერნეს რაიონში.[8]

  1. „Airport in central Ukraine reportedly targeted by missile fired from Belarus“. The Times of Israel (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-09.
  2. The Kyiv Independent [KyivIndependent]. (28 თებერვალი, 2022) ⚡️Russia used Iskander missile systems to attack Zhytomyr Airport. en. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022
  3. „Російські окупанти вдарили бомбами по Житомиру. Горять житлові будинки“. РБК-Украина (რუსული). ციტირების თარიღი: 2022-03-10.
  4. „Окупанти обстріляли Обласний перинатальний центр в Житомирі“. РБК-Украина (რუსული). ციტირების თარიღი: 2022-03-10.
  5. „РОСІЙСЬКІ ОРКИ ЗАВДАЛИ ПОТУЖНОГО УДАРУ ПО ШКОЛІ ЖИТОМИРА“. 5.ua (უკრაინული). ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  6. „Житомирський бронетанковий завод потрапив під російський авіаудар: двоє поранених, - голова ОВА Бунечко. ВIДЕО“. Цензор.НЕТ (უკრაინული). ციტირების თარიღი: 2022-03-10.
  7. „Ворог наніс авіаудар по Житомиру та Київській області. Повністю зруйновано гуртожиток“. РБК-Украина (რუსული). ციტირების თარიღი: 2022-03-10.
  8. „Війська РФ скидають авіабомби на Житомир. ВIДЕО“. Цензор.НЕТ (უკრაინული). ციტირების თარიღი: 2022-03-10.