ჟილბერ დენდერე

(გადამისამართდა გვერდიდან ჟილბერ დენდრე)

ჟილბერ დენდერე (ფრანგ. Gilbert Diendéré, დ. 1960) — ბურკინა-ფასოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. ბურკინა-ფასოს პრეზიდენტის გვარდიის მეთაური[1] და ეროვნული დემოკრატიული საბჭოს თავმჯდომარე 2015 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ[2].

ჟილბერ დენდერე
ჟილბერ დენდერე
ეროვნული დემოკრატიული საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 სექტემბერი, 2015 – 23 სექტემბერი, 2015
წინამორბედიმიშელ კაფანდო
მემკვიდრემიშელ კაფანდო

დაბადებული1960
საქმიანობასამხედრო

დენდერე მონაწილეობდა 1987 წლის სახელმწიფო გადატრიალებაში, რომლის დროსაც მოკლეს პრეზიდენტი თომას სანკარა და ხელისუფლების სათავეში მოვიდა ბლეზ კომპაორე. გადატრიალების შემდეგ ჟილბერ დენდერე კომპაორეს ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პიროვნება გახდა.

2014 წელს, კომპაორეს დამხობის შემდეგ თანამდებობიდან გადააყენეს დენდერეც, თუმცა მჭიდრო კავშირი შეინარჩუნა სამხედრო ელიტასთან[3]. 2015 წელს მიიღო აქტიური მონაწილეობა სამხედრო გადატრიალებაში და გახდა ეროვნული დემოკრატიული საბჭოს თავმჯდომარე.

  1. Who Is Gilbert Diendere?, ibtimes.com, recovered 17 September 2015
  2. Nadoun Coulibaly and Mathieu Bonkoungou, "Burkina Faso military spy chief seizes power, dissolves government", Reuters, 17 September 2015.
  3. "Burkina's ex-military honcho Diendere emerges from the shadows", Agence France-Presse, 17 September 2015.