ჟაშქვის წმინდა გიორგის ეკლესია

ჟაშქვის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟაშქვაში.

ჟაშქვას წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზული ტიპის ტაძარია, ნახევარწრიული შვერილი აფსიდით. დასავლეთის კარის თავზე ჩასმულია წმინდა გიორგის რელიეფური ფილა. ამავე კედლის ფასადზე, ფრონტონში მოცემულია ვედრების რელიეფური კომპოზიცია. ტაძრის მიმდებარედ, ეზოში განთავსებულია ეკლესიის სამრეკლოსგან დარჩენილი, თლილი ქვით შესრულებული სვეტების, ბაზისების ან კაპიტელების ფრაგმენტები. ეკლესიას ორფერდა გადახურვა აქვს, გადახურულია თუნუქით. ნაგებია ქვიშაქვისა და კლდის ფლეთილი ქვის გამოყენებით. ეკლესიის გარდა, აღმოსავლეთ კედლზე დატანილი აქვს შიდა სივრცეში შესასვლელი კარი. ეკლესიის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადზე გაჭრილი აქვს მცირე ზომის ორ-ორი სარკმელი, ხოლო დასავლეთ ფასადზე ერთი მომცრო ზომის სარკმელია დატანილი. სარკმლისა და ეკლესიაში შესასვლელი კარების ჩარჩოები კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებითაა ამოყვანილი. ტაძარი აღდგენილია 2010-იან წლებში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16628