ჟან პიკარი
ჟან პიკარი (ფრანგ. Jean Picard; დ. 21 ივლისი, 1620, ლა-ფლეში, ანჟუ — გ. 12 ივლისი, 1682, პარიზი) — ფრანგი ასტრონომი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1666). კოლეჟ-დე-ფრანსის პროფესორი (1655 წლიდან). 1669-70 წლებში აკადემიის დავალებით გაზომა მერიდიანის რკალის სიგრძე პარიზსა და ამიენს შორის 1°22'55″), ამასთან, პირველმა გამოიყენა სამზერი მილებითა და ძაფების ბადით აღჭურვილი კუთხმზომი იარაღები. პიკარმა მერიდიანის 1°-ის სიგრძედ მიიღო 111,21 კმ (თანამედროვე გაზომვით 111,18 კმ). ამ მონაცემებზე დაყრდნობით ისააკ ნიუტონმა დაამტკიცა, რომ მთვარეზე მოქმედებს დედამიწის მიზიდულობა და რიცხობრივად დაადასტურა მსოფლიო მიზიდულობის კანონი. პიკარის წინადადებით (1669) პარიზის ობსერვატორიაში 1683 წელს დადგეს კვადრანტი, რომლითაც მნათობთა პირდაპირ აღვლენებს საზღვრავდნენ. 1671 წელს ჩაატარა ტიხო ბრაჰეს ობსერვატორიული (ურანიბორგი) გათხრები. 1672 წელს ჯოვანი კასინისთან ერთად დააკვირდა მარსს მზის პარალაქსის განსაზღვრის მიზნით. 1679 წელს დააარსა ასტრონომიული წელიწდეული "Connaissance des temps" (შეადგინა და გამოსცა პირველი ოთხი ტომი).
ჟან პიკარი | |
---|---|
ფრანგ. Jean Picard | |
დაბ. თარიღი | 21 ივლისი, 1620[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | ლა-ფლეში, საფრანგეთის სამეფო[6] |
გარდ. თარიღი | 12 ივლისი, 1682[5] (61 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი, საფრანგეთის სამეფო[6] |
დასაფლავებულია | სავარ. Église Saint-Médard[7] |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | ასტრონომი, ფიზიკოსი და მღვდელი |
მუშაობის ადგილი | საფრანგეთის კოლეჯი[1] |
ალმა-მატერი | collège Henri-IV de La Flèche[1] |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 60.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 5.0 5.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas — 2009.
- ↑ 6.0 6.1 Пикар Жан // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ https://www.persee.fr/doc/rhs_0151-4105_1976_num_29_3_1408 — გვ. 217.