ჟან პია
ჟან პია (ფრანგ. Jean Piat; დ. 23 სექტემბერი, 1924, ლანუა — გ. 18 სექტემბერი, 2018, პარიზი) — ფრანგი კინოსა და თეატრის მსახიობი, გამოხმოვანებელი. საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი (1999)[1] და საფრანგეთის ღირსების ორდენის დიდი ოფიცერი (2012),[2] ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი (2010), კომედი ფრანსეზიის საპატიო წევრი.
ჟან პია | |
---|---|
ჟან პია 2008 წელს | |
დაბადების თარიღი |
23 სექტემბერი, 1924 ლანუა, ნორი, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
18 სექტემბერი, 2018 (93 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1947–2017 |
მეუღლე(ები) | ფრანსუა ენგელი |
შვილ(ებ)ი | 2 |
დაიბადა ლანუაში, ნორის დეპარტამენტში, საფრანგეთში. მისი დებიუტი თეატრში შედგა კომედი ფრანსეზში 1947 წლი ს 1 სექტემბერს, ხოლო 1953 წელს გახდა ამავე თეატრის დასის სრულფასოვანი წევრი.
დაქორწინებული იყო ფრანგ მსახიობ ფრანსუა ენგელსზე (1920–2005), რომელთაც ეყოლათ ორი ქალიშვილი, დომინიკი (1949) და მარტინა (1952).
ჟან პია გარდაიცვალა გულის შეტევით 2018 წლის 18 სექტემბერს, 93 წლის ასაკში.[3] დაკრძალულია მონპარანსის სასაფლაოზე, ყოფილი ცოლის ფრანსუა ენგელის გვერდით.[4].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჟან პია“ ვიკისაწყობში.
- ჟან პია — კომედი ფრანსეზი
- ჟან პია კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ჟან პია — BTVA
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Décret du 31 décembre 1999 portant promotion et nomination dans l'ordre national de la Légion d'honneur, legifrance.gouv.fr, accessdate 29 april, 2024
- ↑ Décret du 14 novembre 2011, legifrance.gouv.fr, accessdate 29 april, 2024
- ↑ Jean Piat, mort d'un roi (in French) , lefigaro.fr, accessdate 29 april, 2024
- ↑ Jean Piat, le dernier hommage des amis et du public au monstre sacré du théâtre, Le Figaro, Armelle Héliot, 21 septembre 2018.