ჟალეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის ჩრდილოეთით, 6,5 კილომეტრზე, ნასოფლარ ჭიოტაანთკარის ზემოთ, ჟალეთის მთის თხემზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: მთლიანადაა ჩამოშლილი გადახურვა, დანგრეულია სამხრეთ კედელი, მონგრეულია განივი კედლების ზედა ნაწილები. შესასვლელი სამხრეთიდან ყოფილა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია სარკმელი, რომლის გადახურვა და წირთხილების უმეტესი ნაწილი მონგრეულია, სარკმლის მარჯვნივ შვისრულთაღიანი ნიშია, აფსიდი გადახურული იყო კონქით, რომლისგანაც ჩრდილოეთის მცირე ნაწილიღა შემორჩა.

ლიტერატურა

რედაქტირება