ჟაკ დე ვიტრი (ფრანგ. Jacques de Vitry, ლათ. Jacobus de Vitriaco; დ. დაახლ. 1170 — გ. 1 მაისი, 1240) — ფრანგი სასულიერო პირი, ისტორიკოსი.

ჟაკ დე ვიტრის საბეჭდავი აკრის ეპისკოპოსობის პერიოდში

განათლება პარიზში მიიღო. 1214 წლიდან იყო აკრის ეპისკოპოსი. 1225 წელს ევროპაში დაბრუნდა. 1229 წლიდან იყო კარდინალი. მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯვაროსნული ლაშქრობების ორგანიზებაში. მისი თხზულება „აღმოსავლეთის ისტორია“ (Historia Orientalis) ჯვაროსნული ომების ისტორიის მნიშვნელოვანი წყაროა. შემორჩენილია ასევე მისი ქადაგებები და წერილები პაპ ჰონორიუს III-ის მიმართ.

დე ვიტრის საინტერესო ცნობები აქვს ქართველების შესახებ:

ვიკიციტატა
„აღმოსავლეთში არის კიდევ ერთი ქრისტიანი ხალხი... მეტად მებრძოლი, ომში მამაცი, მძლავრი აღნაგობის და ძლევამოსილი, ჰყავს ურიცხვი მეომარი, შიშის ზარს სცემს სარკინოზებს. თავისი თავდასხმებით ხშირად დიდ ზიანს აყენებს სპარსელებს, მიდიელებს და ასურელებს, რომელთა მოსაზღვრე მხარეებშიც სახლობს ურწმუნო ხალხებით გარშემორტყმული. ამ ხალხს გეორგიელებს უწოდებენ, რადგან განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობიან და ეთაყვანებიან წმიდა გიორგის, თავიანთ მფარველად და მედროშედ მიაჩნიათ ის ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოლაში და ყველა სხვა წმინდანზე მეტად სცემენ პატივს... უფლის საფლავის მოსალოცად მიმავალნი დროშებგაშლილნი შემოდიან წმინდა ქალაქში და ბაჟს არავის უხდიან. სარკინოზები წყენინებას ვერ უბედავენ... ქართველთა წარჩინებულ ქალებს, ამორძალთა მსგავსად, ომში რაინდებივით იარაღი აქვთ ასხმული...“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თვარაძე ა., საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში (XII–XVI საუკუნეთა ისტორიოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე), თბ., 2004.