ჟაკოს სახლი
ჟაკოს სახლი (რუს. Дом Жако) ასევე ცნობილია, როგორც დაშკოვის სახლი (რუს. Дом Да́шкова) — XIX საუკუნის პირველი ნახევრის საცხოვრებელი სახლი. აგებულია კლასიციზმის სტილში. მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის ისტორიულ ცენტრში ხელოვნების მოედნისა და იტალიური ქუჩის კუთხეში. აგებულია დაახლოებით 1820-1830-იან წლებში. შემდეგში არაერთხელ გადააკეთეს. სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა არქიტექტორ ჟაკოს, ბუკინისტსა და კოლექციონერს პავლე დაშკოვს. თანამედროვე ეპოქაში სახლი საცხოვრებელია, გარდა სარდაფისა და პირველი სართულისა, სადაც განთავსებულია მომსახურების სფეროს კომპანიები.
ჟაკოს სახლი Дом Жако | |
---|---|
კოორდინატები | 59°56′14″N 30°19′44″E / 59.937222° ჩ. გ. 30.328889° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირება1821 წელს არქიტექტორმა კარლ როსიმ, მიხაილოვსკის სასახლის დამპროექტებელმა იმპერატორს შესთავაზა ახალი სახლის მშენებლობა, მაგრამ უარი მიიღო.
მოგვიანებით ტერიტორია შეიძინა არქიტეტორმა პავლე ჟაკომ. საკუთარი სახლი თავად ააშენა 1831 წლისათვის. შენობა ამ პერიოდისათვის იმყოფებოდა პავლე ჟაკოს მეუღლის კუთვნილებაში. სახლს ჰქონდა რუსული Г-ს ფორმის დაგეგმარება. ქუჩის მხრიდან იგი იყო სამსართულიანი, ხოლო ეზოს მხრიდან სარდაფიც ემატებოდა. ეზოში მდებარეობდა ერთსართულიანი სამსახურეობრივი ფლიგელი, მაგრამ უკვე 1836 წელს ჟაკომ მეოთხე სართულამდე დააშენა ჩრდილოეთის ფლიგელი და მიჰყიდა კრედიტორ ივან იაკოვლევს.
1862 წელს სახლი შეიძინა დიპლომატმა, შვედეთში რუსეთის ელჩმა, საიდუმლო მრჩეველმა იაკობ დაშკოვმა, რომელმაც გადააკეთა სახლი 1862-1863 წლებში. არქიტექტორი იყო იერონიმე კორსინი. 1862 წელს, ჯერ კიდევ ჟაკოს მიშენებული ფლიგელის პირველი სართული გადააკეთეს საცხოვრებლად.
XIX საუკუნის ბოლოს სახლი გადავიდა დიპლომატის შვილის პავლე დაშკოვის, ცნობილი ბუკინისტისა და კოლექციონერის, ხელში და მისი ოჯახის კუთვნლებაში დარჩა 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე.
1928-1940 წლებში სახლში ცხოვრობდა საბჭოთა მოქანდაკე ვასილი კოზლოვი. 1976-1998 წლებში კი — მხატვარი, აკადემიკოსი პეტრე ფომინი.
2001-2009 წლებში სახლის სარდაფში მოქმედებდა რესტორანი „ოქროს ოსტაპი“, რომლის შესასვლელთანაც ოსტაპ ბენდერის ბრინჯაოს ქანდაკება იდგა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Зодчие Санкт-Петербурга. XIX — начало XX века / сост. В. Г. Исаченко; ред. Ю. Артемьева, С. Прохватилова. — СПб.: Лениздат, 1998. — С. 994. — 1070 с. — ISBN 5-289-01586-8.
- Овсянников Ю. М. Великие зодчие Санкт-Петербурга. Трезини. Растрелли. Росси. — 2-е изд., доп. — СПб.: Искусство-СПб, 2001. — С. 472—474‚ 549‚ 550. — 632 с. — 5000 экз. — ISBN 5-210-01537-8.