მიხაილოვსკის სასახლე
მიხაილოვსკის სასახლე (რუს. Михайловский дворец) — დიდი არქიტექტურული მნიშვნელობის ძეგლი, რომელიც სანქტ-პეტერბურგის ცენტრში მდებარეობს. სწორედ ამ შენობაშია რუსეთის სახელმწიფო მუზეუმი.
მიხაილოვსკის სასახლე Михайловский дворец | |
---|---|
კოორდინატები | 59°56′19″N 30°19′56″E / 59.938611° ჩ. გ. 30.332222° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
არქიტექტორი | კარლ როსი |
სტილი | კლასიციზმი |
თარიღდება | 1819-1825 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირებაახალი რეზიდენციის შექმნის იდეა დიდი თავადის, მიხეილ პავლეს ძისთვის, ეკუვნოდა იმპერატორ პავლე პირველს. 1798 წელს იმპერატორმა ბრძანა აეშენებინათ სასახლე თავისი უმცროსი ვაჟისთვის. მან ვერ მოასწრო სასახლის ნახვა, რადგან გადატრიალების დროს დაიღუპა. მიუხედავად მისი სიკვდილისა, ბრძანება შესრულდა და სასახლე აშენდა. სასახლის მშენებლობა იმპერატორ ალექსანდრე პირველის ბრძანებით დაიწყო მაშინ, როცა დიდი თავადი მიხეილი 21 წლის იყო.
სასახლის პროექტი ეკუთვნის არქიტექტორ კარლ როსს, იგი მასზე მუშაობდა 1817 წელს. მას ეკუთვნის ასევე სასახლის მიმდებარედ მთელი რიგი არქიტექტურული ანსამბლის შექმნა. მას ეკუთვნის არა მარტო სასახლის პროექტი, არამედ მის წინ მდებარე მოედანზე არსებული ნაგებობების და ორი ქუჩის: ინჟინერნაიას და მიხაილოვსკაიას დაგეგმარებაც.
1819 წლის აპრილის დასაწყისში შეიქმნა სასახლის მშენებლობასთან დაკავშირებით კომისია. შენობის პროექტის პრეზენტაცია 14 ივლისს შედგა, ხოლო 26 ივლისს მშენებლობა დაიწყო. 1825 წლის 30 აგვისტოს (11 სექტემბერს) სასახლე აკურთხეს. 1895 წელს მიხეილ პავლეს ძის გრანდიოზული სასახლე გადაეცა სახაზინოს. 1895 წლის 13 აპრილს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ბრძანებით აქ გაიხსნა „რუსეთის სახელმწიფო მუზეუმი“ მამის, ალექსანდრე III-ის ხსოვნის უკვდავსაყოფად. მუზეუმის მთავარი შენობა კი სწორედ მახაილოვსკის სასახლეა — დიდი თავადიის, მიხეილ პავლეს ძის ბრწყინვალე ნეოკლასიკური რეზიდენცია.
ლიტერატურა
რედაქტირება- Пилявский В. И. Зодчий Росси. — М.—Л.: ГИАиГ, 1951.