პუშკინის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
პუშკინის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია (რუს. Церковь Иоанна Крестителя) — მოქმედი კათოლიკური ეკლესია პუშკინში. ეკლესია აგებულია 1824-1826 წლებში, კლასიციზმის სტილში.
პუშკინის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 59°43′22″ ჩ. გ. 30°23′57″ ა. გ. / 59.72278° ჩ. გ. 30.39917° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რომაულ-კათოლიკური ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | პუშკინი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ლ. და დ. ადამინი |
ხუროთმოძღვრული სტილი | კლასიციზმი |
თარიღდება | 1825 |
ეკლესია მიეკუთვნება რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ღვთისმშობლის არქიეპარქიას, შედის ჩრდილოეთ-დასავლეთის დეკანატში. ტაძრის წინამძღვარია ხოსე ფრანსისკო ტეიხერიო გარსია.
ისტორია
რედაქტირებაცარსკოე-სელოს პირველი ხის კათოლიკური ეკლესია ააშენეს 1811 წელს ცერემონმაისტერის სახლის ეზოში, მაგრამ ძალიან მალე ეკლესია მცირე მოცულობისა აღმოჩნდა მრევლისთვის.
ამასთან დაკავშირებით იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გამოუყო მრევლს მიწის ნაკვეთი და ასევე ფინანსები ახალი ქვის ეკლესიის მშენებლობისათვის. ეკლესიის პროექტი შეიმუშავეს 1823-1825 წლებში არქიტექტორებმა ლეონე და დომენიკო ადამინებმა. ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა ასევე ვასილი პეტრეს ძე სტასოვის მონაწილეობით[1].
ეკლესიის საფუძვლის საზეიმო ჩაყრა გაიმართა 1825 წლის 6 ივლისს, რომელშიც მონაწილეობდა სახალხო განათლების მინისტრი. ეკლესიის კურთხევა შედგა 1826 წლის 4 დეკემბერს მინსკის ეპისკოპოს მატვეი ლიპსკის მიერ.
1906-1908 წლებში შენობა სილვიო დანინის პროექტის მიხედვით გააფართოეს. 1923 წელს ეკლესიიდან ფასეულობების ნაწილი დაიტაცეს „მშიერი ვოლგისპირელი ხალხის გამოსაკვებად“. 1938 წლის აპრილში ეკლესია დახურეს. შენობა გადააკეთეს ფიზიკური აღზრდის დარბაზად.
ეკლესიის შენობა დაზარალდა დიდი სამამულო ომის პერიოდში, რის შემვეგაც აღადგინეს და გადასცეს ცარსკოე-სელოს მუზეუმ-ნაკრძალს, როგორც საკონცერტო დარბაზი.
პირველი ღვთისმსახურება აღდგენილ ეკლესიაში შედგა 1991 წლის 17 მარტს[1], ამ დღეს მსახურებას ესწრებოდა 7 ადგილობრივი კათოლიკე. ღვთისმსახურება ტარდებოდა კვირას და საზეიმო დღეებში.
1997 წელს მრევლმა მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციასთან ხელი მოაწერა შეთანხმებას ეკლესიის ერთობლივ გამოყენებასთან დაკავშრებით.
2006 წლის 24 ივლისს ეკლესია სრულიად დაუბრუნდა კათოლიკურ ეკლესიას[2]. ათწლიანი რესტავრაციის შემვეგ 2016 წლის 23 ივნისს ტაძარში ვადგეს მუდმივი საკურთხეველი და აღესრულა საზეიმო კურთხევა[3].
ლიტერატურა
რედაქტირება- Шкаровский М. В., Черепенина Н. Ю., Шикер А. К. Римско-католическая Церковь на Северо-Западе России в 1917—1945 гг. — СПб.: «Нестор», 1998. — С. 110—112.
- Пожарский, Кшиштоф. История Римско-Католической Церкви в Российской Империи веков в документах РГИА. — СПб., 1999.
- Мещанинов М. Ю. Храмы Царского Села, Павловска и их ближайших окрестностей. Краткий исторический справочник. — 2-е изд., исп. и доп. — СПб.: Genio Loci, 2007. — С. 26—39.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 История храма на приходском сайте. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-03. ციტირების თარიღი: 2018-11-21.
- ↑ Римско-католическая церковь Cвятого Иоанна Крестителя на pushkin.ru
- ↑ «Освящение храма в Пушкине: „Господи, это Твой дом“» //Радио Ватикана. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-05. ციტირების თარიღი: 2022-07-30.