პუტილოვის ეკლესია
პუტილოვის ეკლესია (რუს. Путиловская церковь) ან ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და მოწამე დედოფალ ალექსანდრას ეკლესია (რუს. Церковь святителя Николая Чудотворца и мученицы Царицы Александры) — მოქმედი მართლმადიდებლური ეკლესია სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს შემდეგ მისამართზე: სტაჩეკის პროსპექტი, 48.
პუტილოვის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 59°53′01″ ჩ. გ. 30°16′01″ ა. გ. / 59.88361° ჩ. გ. 30.26694° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, სტაჩეკის პროსპექტი, 48 |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ვასილი კოსიაკოვი |
ხუროთმოძღვრული სტილი | ფსევდორუსული, შემდეგ კონსტრუქტივიზმი, შემდეგ ნეოკლასიციზმი |
თარიღდება | 1901-1906 |
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, მოსკოვის საპატრიარქოს, სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებაპეტერგოფის გზაზე, პუტილოვის ქარხანასთან ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1901 წელს და გაგრძელდა ხუთი წელი. მშენებლობა ქარხნის მუშების ფინანსებით მიმდინარეობდა. პროექტის ავტორი იყო ხუროთმოძღვარი ვასილი კოსიაკოვი, რომელმაც ფასადი გააფორმა ფსევდორუსულ სტილში.
1906 წლის 22 მაისს წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და მოწამე დედოფალ ალექსანდრას სახელობის ეკლესია აკურთხეს. 1907 წელს ქვედა სართულზე აკურთხეს დიდმოწამე წმინდა გიორგის სახელობის ეგვტერი, სადაც გადაასვენეს პუტილოვის ქარხნის მფლობელის, სანქტ-პეტერბურგის საზღვაო ნავსადგურისა და საზღვაო არხის მშენებლის ნიკოლოზ პუტილოვისა და მისი ცოლის ნეშტი.
1918 წელს, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე დააპატიმრეს და ძალიან მალევე დახვრიტეს პუტილოვის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი პავლე სმირნოვი. 1922 წელს პუტილოვის ქარხნის მუშებმა წინააღმვეგობა გაუწიეს ბოლშევიკებს, რომლებიც ცდილობდნენ საეკლესიო ფასეულობების გატაცებას.
1925 წელს ეკლესია დახურეს და გადააკეთეს არქიტექტორ ალექსანდრე ნიკოლსკის პროექტის მიხედვით კონსტრუქტივიზმის სტილში და მასში გახსნეს ქახნის კლუბი „წითელი პუტილოველი“. 1945 წელს იდევ ერთხელ გადააკეთეს სტალინური არქიტექტურის სტილში. ომის შემდეგ ყოფილ ეკლესიაში განათავსეს ფაბრიკა.
1990-იან წლებში ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და დედოფალ ალექსანდრას ეკლესიის საზოგადოება აღსდგა. შენობის უკანასკნელმა მფლობელმა - საფეიქრო-საგალანტერიო გაერთიანება „სევერმა“ - შენობა 2005 წელს გადასცა სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Сайт церкви с мини-фильмом
- Путиловская церковь на архитектурном сайте Citywalls დაარქივებული 2018-11-24 საიტზე Wayback Machine.
- История Путиловской церкви დაარქივებული 2011-09-23 საიტზე Wayback Machine.