პულპიტი
პულპიტი — კბილის რბილობის — პულპის ანთება, უმეტესად იწვევს ინფექცია, რომელიც აღწევს პულპამდე კბილის კარიესის პროგრესული განვითარებისას, შეიძლება გამოიწვიოს ტრავმამ (მაგ: გვირგვინის გადატეხვამ პულპასთან ახლოს), ქიმიურმა გამღიზიანებელმა (მჟავები, ფორმალინი) და სხვა. პულპიტი უფრო ხშირად მწვავედ მიმდინარეობს. პულპიტის ძირითადი ნიშანია კბილის შეტევითი ხასიათის ძლიერი ტკივილი, რომელიც ვრცელდება სამწვერა ნერვის ტოტების გაყოლებით. თუ არ ჩატარდა დროული მკურნალობა, შეიძლება განვითარდეს პერიოდონტიტი.
მკურნალობა
რედაქტირებაპულპის მთლიანი ან ნაწილობრივი მოცილება მისი დევიტალიზაციისა და გაუტკივარების შემდეგ: კბილის დაბჟენა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 229.