პუელოს ტბა
პუელოს ტბა (ესპ. Lago Puelo) — ტბა არგენტინის პატაგონიაში, ჩუბუტის პროვინციაში. იკვებება მდინარისა და მყინვარის წყლით.
პუელოს ტბა | |
---|---|
Lago Puelo | |
კოორდინატები: 42°10′ ს. გ. 71°38′ დ. გ. / 42.167° ს. გ. 71.633° დ. გ. | |
მდებარეობა | ჩუბუტის პროვინცია (არგენტინა) |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 150 მ |
ფართობი | 44 კმ² |
საშუალო სიღრმე | 111 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 180 მ |
აუზის ფართობი | 3 040 კმ² |
გამომდინარე მდინარე | მდინარე პუელო |
ტბა მდებარეობს პუელოს ტბის ეროვნულ პარკში. გარს აკრავს ტყეები. მიეკუთვნება წყნარი ოკეანის აუზს, რადგან ამ ტბიდან სათავეს იღებს მდინარე პუელო, რომელიც შემდეგ ჩილეში გაედინება.
სახელი პუელო მომდინარეობს მაპუჩეს ხალხის ენიდან puel-có და ნიშნავს აღმოსავლეთის წყალს.
ტბას ყოველწლიურად 20.000 მნახველი ჰყავს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტბის ტურიზმი დაარქივებული 2021-02-27 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
- ინფორმაცია დაარქივებული 2020-10-31 საიტზე Wayback Machine.