პუდინგ-ლეინი
პუდინგ-ლეინი (ინგლ. Pudding Lane) — პატარა ქუჩა ლონდონში. ფართოდ ცნობილია ტომას ფარინერის საცხობით, სადაც გაჩნდა ლონდონის დიდი ხანძარი 1666 წელს. ის მდებარეობს ლონდონის ხიდისა და ხანძრის მონუმენტის ახლოს, ისტორიულ ლონდონის სიტიში.
პუდინგ-ლეინი | |
---|---|
პუდინგ-ლეინი 2008 წელს | |
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ქალაქი | ლონდონი |
ლონდონის დიდი ხანძრის წარმოშობის ადგილი |
პუდინგ-ლეინი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ცალმხრივი ქუჩა.[1] ქუჩის უახლოესი მეტროსადგური არის მონუმენტი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ One-way streets are a surprisingly old (and dangerous) idea (2 May 2015). ციტირების თარიღი: 14 December 2018.