პტოლემე VI
პტოლემე VI ფილომეტორი (ბერძ. Πτολεμαῖος Φιλομήτωρ) — ეგვიპტის მმართველი პტოლემეების დინასტიიდან. ქვეყანას მართავდა ძვ. წ. 180-145 წწ. პტოლემე V-ისა და კლეოპატრა I-ის შვილი. ტახტზე ავიდა მცირეწლოვანი, ნაადრევად გარდაცვლილი მამის პტოლემე V-ის ნაცვლად. მისი რეგენტი იყო კლეოპატრა I, დედამისი, სელევკიდების სამეფოს მეფის, ანტიოქე III დიდის ასული. მისი რეგენტობის პერიოდში ეგვიპტეში სიმშვიდე სუფევდა. დედოფალი კლეოპატრაც მეუღლის მსგავსად ნაადრევად გარდაიცვალა.
ოჯახი
რედაქტირებაპტოლემეს მეუღლე იყო მისი და კლეოპატრა II, რომელთანაც შეეძინა:
- პტოლემე
- პტოლემე VII
- კლეოპატრა თეა
- კლეოპატრა III
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Ptolemy Philometor at LacusCurtius
- Ptolemy VI დაარქივებული 2005-04-09 საიტზე Wayback Machine. — (Egyptian Royal Genealogy)
- Ptolemy VI Philometor