პტოზი (ძვ.ბერძნ πτῶσις — დაშვება, დაწევა) — ზემო ქუთუთოს დაწევა: შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი, ნაწილობრივი ან სრული, თანდაყოლილი ან შეძენილი. თანდაყოლილ პტოზს იწვევს ზედა ქუთუთოს ამწევი კუნთის განუვითარებლობა ან უქონლობა; შეძენილი პტოზი უმეტესად ცალმხრივია და ვითარდება ისეთი დაავადებების (თვალის მამოძრავებელი ნერვის ანთება, ენცეფალიტი და სხვა.) შედეგად, რომელიც იწვევს ზემო ქუთუთოს ამწევი კუნთის დამბლას ან პარეზს, ასევე, შეიძლება განვითარდეს როგორც თვალის ოპერაციის გართულება.

მკურნალობა

რედაქტირება
  • თანდაყოლილი პარეზის მკურნალობა ქირურგიული ჩარევის გზით ხორციელდება.
  • შეძენილი პარეზის დროს გამომწვევი დაავადების ლიკვიდაცია, ფიზიოთერაპია; ზოგჯერ ქირურგიული მკურნალობა.

ლიტერატურა

რედაქტირება