პრჟემისლ I ოტოკარი (ჩეხ. Přemysl Otakar I, გერმ. Ottokar I.; დ. უცნობია — გ. 15 დეკემბერი, 1230) — ჩეხეთის მთავარი 1192–1193 და 1197–1198 წლებში და მეფე 1198–1230 წლებში. პრჟემისლოვიჩების დინასტიის წარმომადგენელი. ვლადისლავ II-ისა და იუდით ტიურინგიელის შვილი.

პრჟემისლ I ოტოკარი, XIII საუკუნის მინიატურა.

მიაღწია იმას, რომ 1212 წელს იმპერატორმა ფრიდრიხ II შტაუფენმა სცნო ჩეხეთის დამოუკიდებლობა. პრჟემისლ I ხელს უწყობდა გერმანულ ფეოდალურ კოლონიზაციას ჩეხეთში.

ლიტერატურა

რედაქტირება