პროტესტი ტიანანმენის მოედანზე (1989)

(გადამისამართდა გვერდიდან პროტესტი ტიანანმენის მოედანზე 1989)

პროტესტი ტიანანმენის მოედანზე 1989 - დემონსტრაციათა სერია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, რომელიც მიმდინარეობდა 1989 წლის 15 აპრილიდან 4 ივნისამდე. დემონსტრანტთა უმეტესობა სტუდენტები იყვნენ. ითვლება, რომ ისინი კომუნისტური ხელისუფლებისგან დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას ითხოვდნენ. თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, თითქოს ეს მთავარი მოთხოვნა არ იყო და უპირველეს ყოვლისა მათ სურდათ აღეკვეთათ ბიუროკრატებსა და მეწარმეებს შორის არსებული უკანონო გარიგებები. საბოლოო ჯამში ხელისუფლებამ, ივნისის დასაწყისში, არმიის დახმარებით დაარბია დემონსტრაცია, რასაც უარავი მომიტინგე შეეწირა (რაოდენობა უცნობია).

მემორიალი პოლონეთში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება