ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პროპლიოპითეკი (Propliopithecus), ნამარხი ადამიანის მსგავსი მაიმუნი. მისი კბილებიანი ქვედა ყბის ფრაგმენტი აღმოჩენილია პარაპითეკის ქვედა ყბასთან ერთად 1911 წელს. პროპლიოპითეკს აქვს 2 საჭრელი კბილი, 1 ეშვი, 2 მცირე ძირითადი და 3 დიდი ძირითადი კბილი. მორფოლოგიურად კბილები გიბონების კბილების მსგავსია. პროპლიოპითეკს თვლიან დრიოპითეკებისა და პლიოპითეკების წინაპარ ფორმად.

პროპლიოპითეკი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  პრიმატები
გვარი:  პროპლიოპითეკი
ლათინური სახელი
Propliopithecus

ლიტერატურა

რედაქტირება
  • აბდუშელიშვილი მ., ქსე, ტ. 8, გვ. 207, თბ., 1984
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პროპლიოპითეკი“-დან