პროკრუსტეს სარეცელი (წიგნი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

„პროკრუსტეს სარეცელი: ფილოსოფიური და პრაქტიკული აფორიზმები“ — ნასიმ ნიკოლას ტალების ფილოსოფიური წიგნი, რომელიც დაწერილია აფორიზმული სტილით. წიგნი პირველად გამოიცა 2010 წლის 30 ნოემბერს Random House-ის მიერ.[1] განახლებული გამოცემა გამოვიდა 2016 წლის 26 ოქტომბერს, რომელიც მოიცავს ორმოცდაათი პროცენტით მეტ მასალას, ვიდრე 2010 წლის გამოცემა. ტალების თქმით, წიგნი „ეწინააღმდეგება სიმამაცის, ელეგანტურობისა და ცოდნის კლასიკურ ღირებულებებს, ნერვიულობას, ქცევების და გონიერების თანამედროვე დაავადებებს“. სათაური ეხება პროკრუსტეს, ბერძნული მითოლოგიის ფიგურას, რომელიც იტაცებდა მოგზაურებს და ჭიმავდა ან ჭრიდა მათ სხეულებს თავისი სარეცელის სიგრძეზე.[2]

წიგნი ნაწილია ტალების ხუთტომიანი ფილოსოფიური ნარკრების — Incerto,[3] რომელიც მოიცავს შემდეგ წიგნებს: „მსხვრევადი“ (2012), „შავი გედი“ (2007–2010), „შემთხვევითობით მოტყუებული“ (2001), „პროკრუსტეს სარეცელი“ (2010–2016) და „კანი თამაშში“ (2018).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The Bed of Procrustes: Philosophical and Practical Aphorisms, Hardcover, 1st Edition. Amazon.com. ციტირების თარიღი: 2014-01-28.
  2. Pressley, James. (2010-12-07) Taleb of `Black Swan' Mocks `Boring' Bernanke, Suckers, Wage Slaves: Books. bloomberg.com. ციტირების თარიღი: 2014-01-28.
  3. Incerto