პროკოფი რატიანი
პროკოფი რატიანი (დ. 7 მარტი, 1914, რგანი ― გ. 1987) ― ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1964).
პროკოფი რატიანი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 7 მარტი, 1914 |
დაბ. ადგილი | რგანი |
გარდ. თარიღი | 1987 |
მოქალაქეობა |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საქართველოს სსრ |
მუშაობის ადგილი | ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1963) |
ჯილდოები | საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1974) |
სამეცნიერო სფერო | ისტორია |
ბიოგრაფია
რედაქტირებაპროკოფი რატიანი 1914 წლის 7 მარტს სოფელ რგანში (დღევანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი) დაიბადა. 1938 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. 1939-1953 წლებში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. იყო გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორი. 1953-1957 წლებში ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ახალი ისტორიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, ხოლო 1961 წლიდან ისტორიოგრაფიისა და საზოგადოებრივი აზრის ისტორიის განყოფილებას.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- „ვეფხისტყაოსნის ავტორის ვინაობისათვის“. თბილისი: მერანი. 1969.
- „რჩეული ნაწერები, ტ. 1: თერგდალეულთა რევოლუციური მოღვაწეობის ისტორიიდან“. თბილისი: საბჭოთა საქართველო. 1984.
- „რჩეული ნაწერები, ტ. 2: ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა, აზროვნება, შემოქმედება“. თბილისი: საბჭოთა საქართველო. 1985.
- „რჩეული ნაწერები, ტ, 3: გამოკვლევები, სტატიები, წერილები ილია ჭავჭავაძისა და მის თანამედროვეობაზე. თბილისი: საბჭოთა საქართველო. 1985.
- „საქართველოს ახალი ისტორიის ნარკვევები“. თბილისი: მეცნიერება. 1986.