პროკლე (პროკოფი) თედორეს ძე კილტავა (გ. 28 აგვისტო, 1920) — ერთ-ერთი პირველი ქართველი სამხედრო მფრინავი, საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ლეიტენანტი.

დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი (1915). მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიის სასაზღვრო დაცვის ცალკეული კორპუსის ბაქოს 29-ე ბრიგადაში. 1918 წლიდან იყო საქართველოს ეროვნულ ჯარში, საინჟინრო ნაწილში. გაიარა მომზადება სამხედრო საავიაციო სკოლაში. მძიმედ დაშავდა სასწავლო ფრენისას თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად; პროფ. ალექსანდრე ტიხონოვიჩმა ქვედა კიდურის ამპუტაცია შეასრულა, თუმცა კილტავას გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაკრძალეს დიდუბის სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • პროკლე კილტავა — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)