პროვინციული წერილები

„პროვინციული წერილები“ (ფრანგ. Lettres Provinciales) — კრებული ბლეზ პასკალის პოლემიკური ხასიათის მქონე თვრამეტი წერილისგან, რომლებიც 1656-1657 წლებში გამოქვეყნდა.

ბლეზ პასკალი

წერილების გაჩენის მიზეზი გახდა იანსენიტებსა და იეზუიტებს შორის კორნელი იანსენის მოძღვრების (კერძოდ, მისი თხზულება Augustinus, slve doctrina Augustini de humanae nature sanitate, aegritudine, medicina, 1640) ხასიათის შესახებ დისკუსია. იეზუიტები, რომლებიც იანსენის ნაშრომს ერეტიკულად თვლიდნენ, „ავგუსტინის“ გამოცემასა და გავრცელებას ეწინააღმდეგებოდნენ.

„პროვინციული წერილები“ ცალკეულ კრებულად გამოიცა კელნში 1657 წელს. იმავე წელს კრებული შევიდა აკრძალული წიგნების ინდექსში. აშკარაა „წერილების“ გავლენა ფრანგული ლიტერატურის შემდგომ განვითარებაზე. ვოლტერი, რომელიც პასკალით იყო გატაცებული, ამ წიგნს უწოდებდა „პროზის სახით დაწერილ პირველ გენიალურ წიგნს“. წერილების წყალობით ფრანგულ ენაში გაჩნდა ახალი სიტყვა: eckobarder — ზმნა, რომლის მნიშვნელობაცაა „თვალთმაქცობა“. წარმოიშვა წიგნის ერთ-ერთი „გმირის“ — მამა ესკობარის სახელიდან.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Борис Тарасов., Блез Паскаль, М.: Молодая гвардия, 1979. 100 000 ეგზ.
  1. ტარასოვი 1979.