პროვანსის ალპები
პროვანსის ალპები (ფრანგ. Alpes de Provence) — ქედი ალპებში, დასავლეთ ალპების შემადგენლობაში. განფენილია საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მაქსიმალური სიმაღლე 2961 მ (მთა ტეტ-დე-ლ’ესტრო). ჭარბობს საშუალომთიანი ქედები და პლატოები, რომლებიც აგებულია კირქვებითა და მერგელებით. არის რელიეფის კარსტული ფორმები (კარები, ძაბრები, მღვიმეები). მთის ზედა ნაწილი შემოსილია ფოთლოვანი ტყით, ქვედა — ბუჩქნარებით. მოიპოვება ბოქსიტები. განვითარებულია ტურიზმი.
პროვანსის ალპები | |
---|---|
პროვანსის ალპები | |
კოორდინატები: 44°30′00″ ჩ. გ. 6°00′00″ ა. გ. / 44.50000° ჩ. გ. 6.00000° ა. გ. | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
უმაღლესი წერტილი | ტეტ-დე-ლ’ესტრო |
სიმაღლე | 2961 მ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პროვანსის ალპები — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)