პრიმორიეს მხარე
(გადამისამართდა გვერდიდან პრიმორიე (მხარე))
პრიმორიეს მხარე — რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.
პრიმორიეს მხარე შეიქმნა 1938 წლის 20 ოქტომბერს სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით „შორეული აღმოსავლეთის მხარის დაყოფის შესახებ ხაბაროვსკისა და პრიმორიეს მხარეებზე“ (პრიმორიეს მხარის შემადგენლობაში შევიდა შორეული აღმოსავლეთის მხარის პრიმორიესა და უსურიისკის ოლქები, შესაბამისად გაუქმებული 1939 და 1943 წლებში).
მხარის ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. ვლადივოსტოკი.
პრიმორიეს მხარის ფართობი შეადგენს 165,9 ათ. კმ²
მოსახლეობა — 1995,8 ათ. კაცი (2008). მოსახლეობის სიმჭიდროვე 12,3 ად./კმ² (2005), ქალაქის მოსახლეობის კუთრი წონა 75,4% (2005)
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 192.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: