პრესის მუზეუმი
პრესის მუზეუმი — მუზეუმი თბილისში, რომელიც გაიხსნა 2022 წლის 15 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გიორგი კეკელიძის ინიციატივით[1]. მსგავსი მუზეუმი საქართველოში პირველია.[2] მუზეუმი შეიქმნა ეროვნული ბიბლიოთეკის საქართველოს ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდის განყოფილების ბაზაზე. ამ გადაწყვეტილების მიზანია, საზოგადოებამ გაიცნოს ქართული ჟურნალისტიკისა და პუბლიცისტიკის განვითარების ეტაპები.[2]
საქართველოს პრესის მუზეუმში პირველად იყრის თავს როგორც XIX, ისე XX საუკუნის პერიოდულ გამოცემათა ნიმუშები. მუზეუმში გამოფენილია ივანე კერესელიძის, გიორგი ერისთავის, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, სერგეი მესხისა და სხვათა გამოცემებს, ჟურნალებს: „ცისკარს“, „საქართველოს მოამბეს“; გაზეთებს: „ივერიას“, „დროებას“, „ცნობის ფურცელს“, „კვალს“, „გუთნის-დედას“ და სხვა.[2]
მუზეუმის ექსპონატთა შორის არის პირველი რესპუბლიკის პერიოდისა და საბჭოთა ეპოქის მნიშვნელოვანი გამოცემებიც.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული პრესის მუზეუმი | ჟურნალ-გაზეთები, როგორც უნიკალური საისტორიო წყარო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-01-25. ციტირების თარიღი: 2023-01-25.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრესის მუზეუმი გაიხსნა