პრეზიდენტის მთელი მხედრიონი (ფილმი)
პრეზიდენტის მთელი მხედრიონი (ინგლ. All The President's Men) — ამერიკული ფილმი, რომელშიც მონაწილეობენ: რობერტ რედფორდი, დასტინ ჰოფმანი, ჯეისონ რობარდსი და სხვები. ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. ფილმი წარმოადგენს პაკულას პარანოიკული ტრილოგიის ბოლო ნაწილს, წინა ფილმები იყო „კლუტი“ (1971) და „პარალაქსის შეთქმულება“ (1974).
„პრეზიდენტის მთელი მხედრიონი“ | |
---|---|
ფილმის პოსტერი | |
დამდგმელი რეჟისორი | ალან პაკულა |
პროდიუსერი | უოლტერ კობლენზი |
სცენარის ავტორი |
ვილიამ გოლდმენი |
ნაწარმოები |
პრეზიდენტის მთელი მხედრიონი — ბობ ვუდვარდი,კარლ ბერნსტაინი |
როლებში |
დასტინ ჰოფმანი რობერტ რედფორდი |
კომპოზიტორი | დევიდ შაირი |
ოპერატორი | გორდონ უილისი |
მონტაჟი | რობერტ ვ. ვულფი |
სტუდია | Warner Bros. |
გამოსვლის თარიღი | 4 აპრილი, 1976 |
ხანგრძლივობა | 138 წთ |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $8,500,000 |
წინა | პარალაქსის შეთქმულება |
სიუჟეტი
რედაქტირება„ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტებმა კარლ ბერნსტაინმა და ბობ ვუდვარდმა, ნიქსონის გუნდის წინასაარჩევნო მაქინაციების გულმოდგინე და საშიში გამოძიების შედეგად, მთელ ქვეყანას დაანახეს „ხალხის მსახურთა“ ჭეშმარიტი სახე. ფილმი გადაღებულია მათი წიგნის მიხედვით და მოგვითხრობს იმ პოლიტიკური სკანდალის შესახებ, რომელიც აშშ-ში 1972 წელს მოხდა. ამ ამბავს იცნობენ როგორც „უოტერგეიტის საქმეს“. მან პრეზიდენტი ნიქსონი გადადგომამდე მიიყვანა.
როლებში
რედაქტირება- დასტინ ჰოფმანი - კარლ ბერნშტაინი
- რობერტ რედფორდი - ბობ ვუდუორდი
- ჯეისონ რობარდსი - ბენჯამენ ბრედლი
- ჯეკ უორდენი - ჰარი როზენფილდი
- ჰელ ჰოლბრუკი - მარკ ფელტი
- ჯეინ ალეგზანდერი - ჯუდი ჰობეკი
- მარტინ ბალსამი - ჰოვარდ სიმონსი
ჯილდოები
რედაქტირებაოსკარი
- საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში: ჯეისონ რობარდსი
- საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: უილიამ გოლდმენი
- საუკეთესო მხატვრული გაფორმება: ჯორჯ ჯენკისი, ჯორჯ გეინსი
- საუკეთესო ხმა: არტურ პიანტადოსი, ჯეიმზ ვები, ლეს ფრეშოლცი, დიკ ალეგზანდერი